ჩემპიონთა ლიგა. I ტური. E ჯგუფი: "ბარსელონას" ცენტრიდან უტანენ [VIDEO]

AutoSharing Option
ძალიან საინტერესო მატჩი შედგა "სტადიო ოლიმპიკოზე", სადაც "რომამ" ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ "ბარსელონას" უმასპინძლა.

რუდი გარსიამ აღარ გაიმეორა ძველი შეცდომები და ევროპული ფეხბურთის გიგანტთან ჭიდილში არ გახსნა თამაში - გადაკეტა ზონები, პრიორიტეტი საკუთარი კარის უსაფრთხოებას მიანიჭა და ამით მხოლოდ მოიგო. მთლიანიობაში, "რომამ" ბევრი არაფერი დაუთმო მრისხანე მეტოქეს და ქულა დამსახურებულად მოიპოვა.

მატჩი ოციოდე წუთის დაწყებული იყო, როდესაც ივან რაკიტიჩის ზუსტი ჩაწოდების შემდეგ, ლუის სუარესმა თავური დარტყმით შეარხია ვოიცეხ შჩესნის კარის ბადე. აქვე აღვნიშნოთ, რომ არბიტრს გოლის გაუქმების საფუძველი ჰქონდა, რადგან
საგოლე შეტევაში ლიონელ მესიმ მცველს ფეხი დააბიჯა და ამით, თავისი წვლილი შეიტანა "ბარსას" დაწინაურებაში.

31-ე წუთზე მოხდა ის, რაც ცალკე აღვნიშვნის ღირსია - მატჩის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელმა ალესანდრი ფლორენციმ ტერ შტეგენს 45 მეტრიდან დაურტყა და ანგარიში გაათანაბრა. თუ ეს გოლი არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან ფლორენციმ პატარა სასწაული მოახდინა.

მეორე შეხვედრაში ლევერკუზენის "ბაიერმა" ბორისოვოს "ბატეს" უმასპინძლა და გაანადგურა მოწინააღმდეგე. ბელორუსები პირველ ტაიმში გაძალიანდენ, თუმცა მეორეში გერმანელებმა შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს, 4:1.

ლევერკუზენი-ბატე 4:1
გოლები: 1:0 მეჰმედი (4), 1:1 მილუნოვიჩი (13), 2:1 ჩალჰანოღლუ (47), 3:1 ერნანდესი (58), 4:1 ჩალჰანოღლუ (75-პენ.)
ლევერკუზენი (4-4-1-1): ლენო - ჰილბერტი, პაპადოპულოსი, ტაჰი, ვენდელი - ბელარაბი, კამპლი, ბენდერი (44. კრამერი), მეჰმედი - ჩალჰანოღლუ (77. ბრანდტი) - ერნანდესი (72. კისლინგი)
ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი - პოლიაკოვი, დუბრა, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი - ბაგა (60. კამიცკი), ალეკსეივიჩი - სტასეივიჩი, ჰლები (30. ა. ვოლოდკო), გორდეიჩუკი (78. მ. ვოლოდკო) - სიგნევიჩი
გაფრთხილება: პაპადოპულოსი - მლადენოვიჩი, ბაგა, სიგნევიჩი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-2 (9-2); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 30 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რომა-ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 სუარესი (21), 1:1 ფლორენცი (31)
რომა (4-3-3): შჩესნი (50. დე სანკტისი) - ფლორენცი (85. ტოროსიდისი), მანოლასი, რუდიგერი, დინე - ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა - იაგო (82. იტურბე), სალაჰი, ჯეკო
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი (62. რაფინია - 65. მასკერანო), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ნეიმარი, სუარესი
გაფრთხილება: ნაინგოლანი - პიკე
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 12-5; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 6-12 (3-6); ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 70 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
29 სექტემბერი:
ბარსელონა-ლევერკუზენი, ბატე-რომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარი გოლი იყო, სევილიას გულშემატკივრები რო გაHყვიროდნენ, დაერტყათ მერე, მაგას დარტყმა და შესრულება უნდოდა.
tengo
10:49 18-09-2015
0
არაფერი სასწაული, კი მაგარი გოლი რა თქმა უნდა, მაგრამ სევილია-ბარსა თამაშზე სტადიონზე ვიყავი, ტერ-შტეგენი მუდმივად იდგა საჯარიმო მოედანსა და მოედნის ცენტრს შორის, მთელი თამაში სევილიას გულშემატკივრები კარში დაარტყის გაჰყვიროდნენ როცა სევილიას ჰქონდა ბურთი!
ბმბ
11:32 17-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული