რუდი გარსიამ აღარ გაიმეორა ძველი შეცდომები და ევროპული ფეხბურთის გიგანტთან ჭიდილში არ გახსნა თამაში - გადაკეტა ზონები, პრიორიტეტი საკუთარი კარის უსაფრთხოებას მიანიჭა და ამით მხოლოდ მოიგო. მთლიანიობაში, "რომამ" ბევრი არაფერი დაუთმო მრისხანე მეტოქეს და ქულა დამსახურებულად მოიპოვა.
მატჩი ოციოდე წუთის დაწყებული იყო, როდესაც ივან რაკიტიჩის ზუსტი ჩაწოდების შემდეგ, ლუის სუარესმა თავური დარტყმით შეარხია ვოიცეხ შჩესნის კარის ბადე. აქვე აღვნიშნოთ, რომ არბიტრს გოლის გაუქმების საფუძველი ჰქონდა, რადგან
31-ე წუთზე მოხდა ის, რაც ცალკე აღვნიშვნის ღირსია - მატჩის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელმა ალესანდრი ფლორენციმ ტერ შტეგენს 45 მეტრიდან დაურტყა და ანგარიში გაათანაბრა. თუ ეს გოლი არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან ფლორენციმ პატარა სასწაული მოახდინა.
მეორე შეხვედრაში ლევერკუზენის "ბაიერმა" ბორისოვოს "ბატეს" უმასპინძლა და გაანადგურა მოწინააღმდეგე. ბელორუსები პირველ ტაიმში გაძალიანდენ, თუმცა მეორეში გერმანელებმა შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს, 4:1.
ლევერკუზენი-ბატე 4:1
გოლები: 1:0 მეჰმედი (4), 1:1 მილუნოვიჩი (13), 2:1 ჩალჰანოღლუ (47), 3:1 ერნანდესი (58), 4:1 ჩალჰანოღლუ (75-პენ.)
ლევერკუზენი (4-4-1-1): ლენო - ჰილბერტი, პაპადოპულოსი, ტაჰი, ვენდელი - ბელარაბი, კამპლი, ბენდერი (44. კრამერი), მეჰმედი - ჩალჰანოღლუ (77. ბრანდტი) - ერნანდესი (72. კისლინგი)
ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი - პოლიაკოვი, დუბრა, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი - ბაგა (60. კამიცკი), ალეკსეივიჩი - სტასეივიჩი, ჰლები (30. ა. ვოლოდკო), გორდეიჩუკი (78. მ. ვოლოდკო) - სიგნევიჩი
გაფრთხილება: პაპადოპულოსი - მლადენოვიჩი, ბაგა, სიგნევიჩი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-2 (9-2); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 30 000
რომა-ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 სუარესი (21), 1:1 ფლორენცი (31)
რომა (4-3-3): შჩესნი (50. დე სანკტისი) - ფლორენცი (85. ტოროსიდისი), მანოლასი, რუდიგერი, დინე - ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა - იაგო (82. იტურბე), სალაჰი, ჯეკო
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი (62. რაფინია - 65. მასკერანო), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ნეიმარი, სუარესი
გაფრთხილება: ნაინგოლანი - პიკე
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 12-5; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 6-12 (3-6); ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 70 000
მომდევნო ტური
29 სექტემბერი:
ბარსელონა-ლევერკუზენი, ბატე-რომა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"