ჩემპიონთა ლიგა. I ტური. F ჯგუფი: სიურპრიზი და ლოგიკა [VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" ხორვატიაში ჩავიდა და ზაგრების "დინამოსთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ინგლისელთათვის თამაში ცუდად წარიმართა, რადგან ჯერ საკუთარი კარი დალაშქრა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, შემდეგ კი არბიტრმა ოლივიე ჟირუ გააძევა მოედნიდან და სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ფერნანდესმა მეორე გოლი გაუტანა "არსენალს" და პრაქტიკულად გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი, არსენ ვენგერმა სცადა თამაშის გადარჩენა, თეო უოლკოტი ჩართო ბრძოლაში და ამ უკანასკნელმა შეაგდო კიდეც ერთი გოლი, მაგრამ მეტის გატანა "მეთოფეებმა" ვეღარ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ კაცნაკლულობის მიუხედავად, ბურთს უფრო მეტად ლონდინელები ფლობდნენ, მომენტებიც
ჰქონდათ ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში უზუსტობა გამოიჩინეს. და მაინც, ქებათა ქება "დინამოს", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება სამი ქულით დაიწყო.

ჯგუფის მეორე შეხვედრა ლოგიკურად დასრულდა - პირეოსში ჩასულმა "ბაიერნმა" "ოლიმპიასკოსს" სამი უპასუხო გოლი მიართვა და სახლში სამი ქულით დაბრუნდა. მიუნხენელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ინტრიგა ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა. ერთი გოლი მარიო გიოტცეს ანგარიშზეა, დუბლი კი თომას მიულერმა მიითვალა აქტივში.

დინამო ზ.-არსენალი 2:1
გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (24-ს. კ.), 2:0 ფერნანდესი (58), 2:1 უოლკოტი (79)
დინამო ზ. (4-3-3): ედუარდო - ივო პინტო, სიგალი, ტარაველი, პივარიჩი - პაულო მაჩადო, ადემი, ანტოლიჩი (82. როგი) - სუდანი, ფერნანდესი (74. კორტიჩი), პიაცა (88. ბენკოვიჩი)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - დებუში, პაულისტა, კოშელნი, გიბსი (85. კემპბელი) - არტეტა (64. კოკელენი), კასორლა - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (64. უოლკოტი), იოზილი, სანჩესი - ჟირუ
გაფრთხილება: ივო პინტო, ანტოლიჩი, როგი - კემპბელი
გაძევება: ჟირუ (40. არსენალი)
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 9-9 (4-5); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 37 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოლიმპიაკოსი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 მიულერი (52), 0:2 გიოტცე (89), 0:3 მიულერი (90-პენ.)
ოლიმპიაკოსი (4-3-1-2): რ. ხიმენესი - ელაბდელაუი, და კოშტა, სიოვასი, მასუაკუ - სალინო, კამბიასო (66. ფორტუნისი), კასამი - დომინგესი (61. ერნანი) - პარდო (82. სება), იდეიე
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი - ვიდალი (79. გიოტცე), ჩაბი ალონსო (76. კიმიხი), ტ. ალკანტარა - დუგლას კოშტა, მიულერი, ლევანდოვსკი (59. კომანი)
გაფრთხილება: კამბიასო, კასამი, ელაბდელაუი - მიულერი, კიმიხი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 6-15 (5-8); ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 33 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
29 სექტემბერი:
ბაიერნი-დინამო ზ, არსენალი-ოლიმპიაკოსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული