ჩემპიონთა ლიგა. II ტურის წინ: ანდალუსიელთა იღბლიანი სტადიონი

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ოლდ ტრეფორდზე" დიდი ჯახი გველის "იუნაიტედსა" და "ვოლფსბურგს" შორის და არც კიდევ ერთ გერმანულ-ინგლისურ დაპირისპირებას დაეწუნება რამე, "გლადბახი" "სიკვდილის ჯგუფში" "სიტის" მასპინძლობს, ჩვენ მაინც დღის მატჩად ტურინული გამოვარჩიეთ - ლიგის ფინალისტი ევროპალიგის გამარჯვებულს მასპინძლობს...

პირველად, შუა აზიაში
ვინც არ იცის, მათთვის - ქალაქი ასტანა ცენტრალური აზიაა. სწორედ ამ რეგიონს ეწვევა ჩემპიონთა ლიგა არსებობის ისტორიაში პირველად (ჯგუფურ ეტაპს ვგულისხმობთ) - ყაზახეთი საფეხბურთო ზეიმის მოლოდინშია - "ასტანა არენაზე" ყაზახური კლუბი "გალათასარაის" მასპინძლობს.

ეს შეხვედრაც სწორედ ამად გამოვარჩიეთ. როდის გვეღირსება იგივე
სიხარული ჩვენც?

დღის მატჩი
ტურინის "იუვენტუსიც" და "სევილიაც" ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სტარტით იწონებენ თავს, მაშინ, როცა ორივე კლუბს შიდა ასპარეზზე სრული კრიზისი აქვს. ასე რომ, დღევანდელი შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია "სიკვდილის ჯგუფად" შერაცხულ კამპანიაში მოხვედრილი გუნდებისთვის. ეს ამ გუნდების ისტორიაში პირველი დაპირისპირებაა.

2013 წლის აპრილში "იუვე" შინ დამარცხდა "ბაიერნთან". მას მერე "იუვენტუს არენაზე" "ბებერი ქალბატონი" არავის შეურცხვენია ჩემპიონთა ლიგაზე. ეს კი უკვე 13-მატჩიანი წაუგებელი სერიაა.

გატეხავს "სევილია" ნავსს? ყოველ შემთხვევაში, ანდალუსიური კლუბისთვის ამ სტადიონს კარგის მეტი არაფერი მოუტანია - 2014 წლის ევროპალიგის ფინალი ტურინში "სევილიამ" პენალტების სერიაში მოიგო ლისაბონის "ბენფიკასთან" დაპირისპირებაში - 4:2.

ეს თამაში ძალზე სპეციფიკური იქნება "სევილიას" ფორვარდებისთვის - ფერნანდო ლორენტე ახლახან თამაშობდა "იუვეში" და იქიდან გადავიდა ანდალუსიურ კლუბში. ლორენტეს "ბებერი ქალბატონის" ფანებისთვის ბევრი აქვს დასამტკიცებელი, ჩირო იმობილე კი სულაც "იუვენტუსის" აღზრდილია და 2009 წელს ამ გუნდში ჰქონდა დებიუტი.

გარკვეული პრობლემები ორივე ბანაკშია: მარიო მანჯუკიჩი სამი კვირით არის დამტვრეული, სამი ხედირას ჯერ ოფიციალური დებიუტი არ ღირსებია "იუვენტუსში", გერმანელი ახლახან შეუდგა სრულფასოვან ვარჯიშს. დიდი ხნით დააკლდა იტალიურ გუნდს კლაუდიო მარკიზიო. "სევილიას" უეჭველი დააკლდებიან ევერ ბანეგა, დანიელ კარიშო და ადილ რამი.

ძველი ჯავრის ამოსაყრელად
ლვოვში "შახტარი", რომელიც მე-11-ედ თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, პსჟ-ს მასპინძლობს. უკრაინული გუნდი შეეცდება, "რეალთან" 0:4 მარცხი ფრანგებთან გამარჯვებით გამოასწოროს. "რეალი" ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება "მალმიოს". შვედეთის ჩემპიონთან მატჩში "რეალის" ლაზარეთიდან მხოლოდ ერთს აქვს მცირე შანსი თამაშის - სერხიო რამოსს. ხამესი და ბეილი "ატლეტიკოსთან" დერბიში დაუბრუნდებიან "სამეფო კლუბს", დანილო და პეპე კი ჯერ კიდევ იუქმებენ.

ლუი ვან გაალის გუნდი "ვოლფსბურგს" მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" უქულოდაა, ჰოლანდიაში ინგლისელები დამარცხდნენ და თანაც, ლუკ შოუ საშინელი ტრავმის გამო დიდი ხნით დაკარგეს. ბოლოს ეს გუნდები 6 წლის წინათ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაშინ ვოლფსბურგელი ედინ ჯეკოს გოლს რაიან გიგსმა და მაიკლ კერიკმა უპასუხეს. ამავე ჯგუფში მოსკოვის ცსკა "პსვ ეინდჰოვენს" მასპინძლობს.

უეფას საკლუბო რეიტინგში "ატლეტიკო" მეხუთე კლუბია, ხოლო "ბენფიკა" - მეექვსე. ბუნებრივია, რომ მეზობლების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. გაგიკვირდებათ და, ამ კლუბებს ევროსარბიელზე ერთმანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ.

დაბოლოს, მიონხენგლადბახში მანუელ პელეგრინის "სიტი" ჩადის, რომელსაც დიდებული სტარტის შემდეგ სერიოზული კრიზისი სწორედ ლიგის I ტურის მატჩით დაეწყო, როცა ფავორიტებად შერაცხულმა ინგლისელებმა შინ "იუვენტუსთან" წააგეს. ეს გუნდები 1979 წელს უეფას თასზე შეხვდნენ ერთმანეთს და გერმანელებმა ორი მატჩის ჯამში 4:2 იმარჯვეს. "ქალაქელები" ძველი ჯავრის ამოსაყრელად ჩადიან...

30 სექტემბერი
A ჯგუფი
შახტარი (უკრ)-პსჟ (საფ) 22:45
დისკვალიფიკაცია: სტეპანენკო (შახ)
ტრავმა: შევჩუკი (?) -

მალმიო (შვე)-რეალი (ესპ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენგტსონი (?), მოლინსი (?) - ბეილი, დანილო, ხ. როდრიგესი, პეპე, ს. რამოსი (?)

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 1 1 0 0 4-0 3
2. პსჟ 1 1 0 0 2-0 3
3. მალმიო 1 0 0 1 0-2 0
4. შახტარი 1 0 0 1 0-4 0

B ჯგუფი
მანჩესტერი (ინგ)-ვოლფსბურგი (გერ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პაუელი, როხო, შვაინშტაიგერი, შოუ, მაკნეირი (?) - კნოხე, ვიეირინია, კასტელსი (?), ლუის გუსტავო (?)

ცსკა (რუს)-პსვ (ჰოლ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აკინფეევი (?), ერემენკო (?), ვ. ბერეზუცკი (?) - დე იონგი, იოზეფზოონი, კოხი, ვილემსი

თ მ ფ წ ბ ქ
1. პსვ 1 1 0 0 2-1 3
2. ვოლფსბურგი 1 1 0 0 1-0 3
3. მანჩესტერი 1 0 0 1 1-2 0
4. ცსკა 1 0 0 1 0-1 0

C ჯგუფი
ასტანა (ყაზ)-გალათასარაი (თურ) 20:00
დისკვალიფიკაცია: ტვუმასი (ასტ)
ტრავმა: - ჩეჯუ, ჰამით ალთინთოფი

ატლეტიკო (ესპ)-ბენფიკა (პორ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოკე, ოლივერ ტორესი -

თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 1 1 0 0 2-0 3
2. ბენფიკა 1 1 0 0 2-0 3
3. გალათასარაი 1 0 0 1 0-2 0
4. ასტანა 1 0 0 1 0-2 0

D ჯგუფი
გლადბახი (გერ)-სიტი (ინგ) 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტრანცლი, იანჩკე (?) - კლიში, დელფი, ბონი (?), კომპანი (?), მანგალა (?), დ. სილვა (?), ი. ტურე (?)

იუვენტუსი (იტა)-სევილია (ესპ) 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხედირა, მანჯუკიჩი, მარკიზიო, ლიხტშტაინერი (?) - ბანეგა, კარიშო, რამი, ესკუდერო (?), კაკუტა (?), ვიტოლო (?)

თ მ ფ წ ბ ქ
1. სევილია 1 1 0 0 3-0 3
2. იუვენტუსი 1 1 0 0 2-1 3
3. სიტი 1 0 0 1 1-2 0
4. გლადბახი 1 0 0 1 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
admin ahemtxvevit ragbis angarishebi xom ar dawere statistikashi?:)
giorgi
14:31 30-09-2015
0
Saidan moitanet ro shvainshtaigeri, rojo, macneiri da poweli tramvirebulebi arian??
Gadaamowmet da ise mainc daweret xolme
nika
14:06 30-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული