ჩემპიონთა ლიგა. II ტური. F ჯგუფი: "ბაიერნმა" ზაგრები დაბომბა [VIDEO]

AutoSharing Option
"ემირატებზე" "ბრაგას" ექსფეხბურთელმა კოლუმბიელმა ფელიპე პარდომ "ოლიმპიაკოსი" სენსაციურად დააწინაურა. მას ასისტენტობა კოსტანტინოს ფორტუნისმა გაუწია. გრძელდება ბოლო პერიოდის ტრადიცია - თუ თეო უოლკოტი ძირითადშია, მას გააქვს.

"მეთოფეთა" შემტევს ასისტენტობა მის უკან მოთამაშე ალექსის სანჩესმა გაუწია. ამის მერე, თითქოს ყველაფერი "თავის ადგილას" უნდა დამდგარიყო და ლონდონელებს ფანების მოლოდინი გაემართლებინათ, მაგრამ... მოუსვენარმა კოსტას ფორტუნისმა ისევ იაქტიურა და ფორტუნამ მას ამჯერადაც გაუღიმა, მისი დარტყმის მერე ბურთი დავიდ ოსპინას მოხვდა და კოლუმბიელმა მეკარემ თავისდა უნებურად გაიტანა საკუთარ კარში.

მატჩმა უკვე სასაცილო ხასიათი მიიღო, "არსენალმა" კიდევ
ერთხელ გაათანაბრა, ალექსისის ჯადოქრობის წყალობით. თუმცა ცოტა ხანში სტუმრების მესამე ზუსტი დარტყმა მეტოქის კარში, მესამე გოლით დასრულდა. შეცვლაზე შესულმა ისლანდიელმა ალფრედ ფინბოგასონმა პარდოს პასი შეირგო და ბერძნები ერთხელად დააწინაურა.

ვენგერის "მეთოფეებმა" ფარ-ხმალი დაყარეს და ორი ტურის მერე ნული ქულით ბოლო ადგილზე არიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"არსენალის" ძლევით შეგულიანებული ზაგრების "დინამო" "ალიანც არენაზე" ჩავიდა, მაგრამ მწარე გაკვეთილი მიიღო. "ბაიერნს" 28 წუთი ეყო 4 გოლის გასატანად და ინტრიგის მოსაკლავად. 55-ე წუთზე კი მიუნხენელბმა მე-5 გაიტანეს და ამის მერე ცოტა დამშვიდდნენ. რობერტ ლევანდოვსკი, როგორ ტალღაზეა კი მოგეხსენებათ და ხორვატები მან სამჯერ დაამწუხრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბაიერნი-დინამო ზ. 5:0
გოლები: 1:0 დუგლას კოშტა (13), 2:0 ლევანდოვსკი (21), 3:0 გიოტცე (25), 4:0 ლევანდოვსკი (28), 5:0 ლევანდოვსკი (55)
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი (64. რაფინია), ალაბა, ბერნატი (46. მარტინესი) - კიმიხი, ტიაგო ალკანტარა, გიოტცე - კომანი, დუგლას კოშტა (58. მიულერი), ლევანდოვსკი
დინამო ზაგ. (4-2-3-1): ედუარდო - მარტელი, ბენკოვიჩი (46. გონსალო), ტარაველი, ივარიჩი - მაშადო (61. როგი), ადემი - ფერნანდესი, ანტოლიჩი, სუდანი - პიაჩა (69. ენრიკესი)
გაფრთხილება: სანჩესი, გაბრიელი, იოზილი - ხიმენესი, ფინბოგასონი, კამბიასო, ფორტუნისი
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 5-9; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 27-6 (10-2); ბურთის ფლობა: 72%-38%.
მაყურებელი: 70 000

არსენალი-ოლიმპიაკოსი 2:3
გოლები: 0:1 პარდო (33), 1:1 უოლკოტი (35), 1:2 ოსპინა (45-ს.კ-ში), 2:2 სანჩესი (65), 2:3 ფინბოგასონი (66)
არსენალი (4-3-2-1): ოსპინა - ბელერინი (86. ხ. კემპბელი), გაბრიელი, კოშელნი (57. კოშელნი), გიბსი - იოზილი, კოკლენი (60. რემზი), კასორლა - სანჩესი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - უოლკოტი
ოლიმპიაკოსი (4-4-1-1): რობერტო ხიმენესი - ელაბელაუი, ბოტია, სიოვასი, სალინო - პარდო, კასამი, კამბიასო, სება (73. ერნანი) - ფორტუნისი (87. ვუროსი) - ბრაუნი (46. ფინბოგასონი)
გაფრთხილება: სანჩესი, გაბრიელი - ხიმენესი, ფინბოგასონი, კამბიასო, ფორტუნისი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16-8 (9-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 59 428

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 2 2 0 0 8-0 6
2. ოლიმპიაკოსი 2 1 0 1 3-5 3
3. დინამო ზ. 2 1 0 1 2-6 3
4. არსენალი 2 0 0 2 3-5 0

მომდევნო ტური
20 ოქტომბერი:
არსენალი-ბაიერნი, დინამო ზაგ.-ოლიმპიაკოსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
''რობერტ ლევანდოვსკი, როგორ ტალღაზეა კი მოგეხსენებათ''
ფრაზა:
14:41 30-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული