ჩემპიონთა ლიგა. II ტური. A ჯგუფი: რონალდო - 500 [VIDEO]

AutoSharing Option
ლვოვში "შახტარს" პსჟ-ს მცველებიც ეყვნენ - მე-7 წუთზე მარცხენა მცველი მაქსველის ჩაწოდებას თავურით სერჟ ორიე გამოეხმაურა. შემდეგ ანხელ დი მარიამ იკისრა ასისტენტობა, როცა 23-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა დავიდ ლუისმა გაიტანა.

პრინციპში, ძნელია იმის თქმა, მოხვდა ბრაზილიელს ბურთი თუ მან შეგნებულად დაარტყა "შახტარის" კარში. მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა უკრაინელთა კარში - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იხეირა, მაგრამ ბურთს სრნა შეეხო და ავტოგოლად მოინათლა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შვედეთში ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, როცა ისკომ კრიშტიანო რონალდო მეკარე ვილანდთან პირისპირ გაიყვანა, პორტუგალიელმა იოლად იმარჯვა
დუელში. ეს გოლი 30 წლის რონალდოსთვის საიუბილეო, მე-500 გოლი გამოდგა კარიერაში (იგულისხმება ოფიციალური თამაშები, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე).

რონალდო ამაზე არ გაჩერდა და ლუკას ვასკესის პასით, ახლო მანძილიდან კარიერაში 501-ე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა "მალმიოსთან" შეხვედრაში - 0:2. მეორე გოლიც სარეკორდო იყო - 323-ე გოლი "რეალის" მაისურით, ეს კი საკლუბო რეკორდის გამეორებაა, რომლის დამხობაც მას მადრიდულ დერბიში შეეძლება.

"მე ძალიან ამაყი ვარ, რომ კარიერაში 500 გოლი გავიტანე, მაგრამ ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი", - დაწერა რონალდომ "ფეისბუკზე" თამაშის დასრულებისთანავე. ვფიქრობთ, ამ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შახტარი-პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ორიე (7), 0:2 დ. ლუისი (23), 0:3 სრნა (90 ს. კ.)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი - ფრედი, მალიშევი - მარლოში (71. კოვალენკო), ტეიშეირა, ტაისონი (71. ბერნარდი) - გლადკი (85. დენტინიო)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, ტ. სილვა, დ. ლუისი, მაქსველი - ვერატი, მოტა, მატუიდი - დი მარია (82. პასტორე), იბრაჰიმოვიჩი (92. ლავეცი), კავანი (80. ლუკასი)
გაფრთხილება: - იბრაჰიმოვიჩი, ლუისი, სილვა
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 18-9 (3-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 32 730

მალმიო-რეალი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (29), 0:2 რონალდო (90)
მალმიო (4-4-2): ვილანდი - ტინერჰოლმი, არნასონი, ბენგტსონი, იოტუნი - როდიჩი (67. ეკრემი), ლევიცკი, ადუ, ბერგეტი - როზენბერგი, ჯურჯიჩი (81. ფ. კარვალიო)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, არბელოა - კაზემირო, კროოსი, ისკო (84. ჩერიშევი) - კოვაჩიჩი (73. ლ. ვასკესი), ბენზემა (67. მოდრიჩი), რონალდო
გაფრთხილება: როზენბერგი, ბერგერი, იოტუნი - კოვაჩიჩი, კაზემირო, ისკო
გაძევება: იოტუნი (78)
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 5-21 (4-7); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 23 500

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 2 2 0 0 6-0 6
2. პსჟ 2 2 0 0 5-0 6
3. მალმიო 2 0 0 2 0-4 0
4. შახტარი 2 0 0 2 0-7 0

მომდევნო ტური
21 ოქტომბერი:
მალმიო-შახტარი, პსჟ-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული