ჩემპიონთა ლიგა. II ტური. B ჯგუფი: ოთხეულის სრული თანაფარდობა [VIDEO]

AutoSharing Option
B ჯგუფის ორივე შეხვედრაში მასპინძლებმა იმარჯვეს და ორივემ მინიმალური ანგარიშით მოიგო. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვოლფსბურგს" უმასპინძლა და მართალია აგებდა შეხვედრას.

საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვიდა. გერმანელებმა სწრაფი გოლი შეაგდეს, როდესაც ეფექტურად გათამაშებულ კომბინაციას კალიჯურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. თუმცა, ტაიმის შუაწელს კალიჯურიმ თერთმეტმეტრიანი აიკიდა და მატას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. მატჩის ბედი 53-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც სმოლინგმა მეორე გოლი გაუტანა მეტოქეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მთლიანობაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" უკეთესად გაისარჯა და დაიმსახურა მოგება, მაგრამ ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ინგლისელებმა გაიბრწყინეს. ფაქტია, რომ ლუი ვან
გაალს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, რომ მისმა გუნდი ის ფეხბურთი ითამაშოს, რასაც გულშემატკივრები ელიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე შეხვედრა მოსკოვში გაიმართა და ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პირველი ტაიმი ცსკა-მ 3:0 მოუგო პსვ-ს და, თითქოს, გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი, მაგრამ ჰოლანდიელებმა მეორე ნახევარში გამოიღვიძეს და ორი გოლი გაიტანეს.

პსვ-მ, თითქოს, მესამე გოლიც მოამწიფა, მაგრამ ამ დროს, არიასი გააძევეს, კაცნაკლული დარჩა და ძალა აღარ ეყო ანგარიშის გასათანაბრებლად. დუმბიას დუბლი აღვნიშნოთ, რომელსაც ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ორიდან ერთი თერთმეტმეტრიანი გააცუდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფის ფავორიტი "იუნაიტედია", მაგრამ ცხრილი ჯერ ბევრს არაფერს გვეუბნება - ყველა გუნდს სამი ქულა აქვს და ბურთების შეფარდებებსაც თუ ჩახედავთ, ურიგო არ იქნება...

ჩემპიონთა ლიგა. II ტური. B ჯგუფი
მანჩესტერი-ვოლფსბურგი 2:1
გოლები: 0:1 კალიჯური (4), 1:1 მატა (34-პენ.), 2:1 სმოლინგი (53)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია (46. იანგი), სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი - შნეიდერლინი, შვაინშტაიგერი (72. ჯონსი) - მატა, რუნი, დეპაი (62. პერეირა) - მარსიალი
ვოლფსბურგი (4-4-1-1): ბენალიო - ტრაში (77. იანგი), დანტე, ნალდო, როდრიგესი - დაქსლერი, გილავოგი, არნოლდი (70. შურლე), კალიჯური - კრუზე - დოსტი (70. ბენდტნერი)
გაფრთხილება: შვაინშტაიგერი, შნეიდერლინი, დეპაი, იანგი - კალიჯური
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-5 (6-2); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 75 000

ცსკა-პსვ 3:2
გოლები: 1:0 მუსა (8), 2:0 დუმბია (21), 3:0 დუმბია (36-პენ.), 3:1 ლესტინი (60), 3:2 ლესტინი (68)
ცსკა (4-4-1-1): აკინფეევი - ფერნანდესი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - ტოშიჩი (67. მილანოვი), ნატხო (67. ერემენკო), ვერმბლუმი, მუსა - ძაგოევი - დუმბია (90. პანჩენკო)
პსვ (4-3-3): ზოეტი - არიასი, ბრუმა, მორენო, ბრენეტი (77. პოულსენი) - პროპერი, ჰენდრიქსი, მაჰერი (89. ვიოლეტი) - ნარსინგი, ლესტინი (78. პერეირო), ლოკადია
გაფრთხილება: შენნიკოვი - ზოეტი, ლოკადია
გაძევება: არიასი (80. პსვ)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9-11 (5-8); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 18 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსვ 2 1 0 1 4-4 3
2. მანჩესტერი 2 1 0 1 3-3 3
3. ცსკა 2 1 0 1 3-3 3
4. ვოლფსბურგი 2 1 0 1 2-2 3

მომდევნო ტური:
21 ოქტომბერი:
ცსკა-მანჩესტერი, ვოლფსბურგი-პსვ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული