მადრიდის "რეალს" პსჟ-სთან სამი ფეხბურთელი დააკლდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველი პეპე პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობს.

პეპეს ჯერ კიდევ აწუხებს კუნთის ტრავმა და ექიმების პროგნოზით, ის მოედანზე 31 ოქტომბრამდე ვერ გამოვა.

გარდა ამისა, "სამეფო კლუბს" პსჟ-სთან ვერ დაეხმარებიან დანიელ კარვახალი და ხამეს როდრიგესი.

პსჟ-"რეალის" მატჩი 21 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული