ჩემპიონთა ლიგა. III ტურის წინ: ფავორიტთა ჯახი პარიზში

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ჯგუფური ეტაპის I წრე ევროპის რვა ქალაქში რვა გამორჩეული დაპირისპირებით დასრულდება.

ყველაზე დიდ ინტერესს პარიზული მატჩი იწვევს, სადაც ჩემპიონთა ლიგის ორი ფავორიტი ხვდება ერთმანეთს. თუმცა ჩვენ "სიკვდილის ჯგუფის" ამბებით დავიწყებთ...

სიკვდილის ჯგუფი
"მანჩესტერ სიტის" და "სევილიას" 3-3 ქულა აქვთ და მათ შორის ორმატჩიანი დაპირისპირება ბევრ რამეს გაარკვევს D ჯგუფში, რომელსაც მეტისმეტი სიძლიერის გამო "სიკვდილის ჯგუფი" შეარქვეს. ამ გუნდებს ერთმანეთში აქამდე არ უთამაშიათ. "სიტის" მართლაც ძალიან ცუდი შედეგები აქვს ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩებში - მანჩესტერში 15 შეხვედრიდან "სიტიმ" მხოლოდ 5
მატჩი მოიგო. "სევილია" ამ სეზონში ცუდ ფორმაშია - 11 მატჩიდან მხოლოდ სამში იმარჯვა.

მანუელ პელეგრინი (სიტი): "ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, საშინაო თამაშებში უკეთ უნდა გავისარჯოთ. ჩვენ კი მხოლოდ მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობთ და არა წარსულზე. ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, რომ "სევილია" ლა ლიგაში უკეთ გამოიყურებოდეს. ახლა კი ისინი მთელ ყურადღებას ჩემპიონთა ლიგას მიაქცევენ. "სევილიას" ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, ტყუილად კი არ არის ევროპალიგის გამარჯვებული. ჩვენი მიზანი ყოველ მატჩში გამარჯვებაა".

შესაძლოა, "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა, ლიგაზე მასიმილიანო ალეგრის გუნდი დიდებულად თამაშობს და თუ "გლადბახთანაც" იმარჯვებს, სანახევროდ გაიფორმებს პლეი ოფის საგზურს. ანდრე შუბერტის ხელმძღვანელობით, 5-დან 4 მოიგო. ალეგრის მარიო მანჯუკიჩი გამოუჯანმრთელდა და შესაძლოა, ათამაშოს კიდევაც. ყოველ შემთხვევაში, თავად ალეგრი ამბობს, რომ ხორვატმა ფორვარდმა 90 წუთიც შეიძლება გაძლოს მოედანზე.

დღის მატჩი
"პარი სენ-ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" ამ სეზონში ჯერ დაუმარცხებლები არიან. გასულ უქმეებზე კრიშტიანო რონალდო "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. თუმცა ლორან ბლანი ამბობს, რომ სპეციალური გეგმა არ შეუმუშავებია პორტუგალიელის გასანეიტრალებლად. რაფა ბენიტესი "დიდ მატჩს" ელის "დიდი გუნდის" წინააღმდეგ.

ლორან ბლანი (პსჟ): "ეს მატჩი ჩვენი კლუბისთვის მეტად პრესტიჟულია. ჩვენ ფეხბურთში ერთ-ერთ უდიდეს კლუბს ვხვდებით. ამ ორი კლუბის ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია - მარტო მათ ტიტულებს შეხედეთ. "რეალი" ტოპ-კლუბია ევროპაში, პსჟ ჯერ მარაქაში არ არის გარეული.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხვალ შეიძლება, ჩვენ მოვიგოთ. იმიტომ, რომ შინ ვთამაშობთ; იმიტომ, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს. მართალია, ხვალ გადამწყვეტი თამაში არ არის, მაგრამ ჯგუფის მოგება გვსურს. კრიშტიანო რონალდოს დიდ პატივს ვცემ. ის იმ ორ ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც მოედანზე ყველაფერს აკეთებენ. შეხედეთ მის სტატისტიკას და მიხვდებით.

რონალდოს თვალს არ მოვაცილებთ, მაგრამ სპეციალური გეგმა მის გასაუვნებელყოფად არ შეგვიმუშავებია. "რეალის" კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იქნება, რადგან მათი ფეხბურთელები ქარივით სწრაფები არიან. შეიძლება გოლთან ახლოს იყო და 10 წამში აქეთ გაუშვა. მეტოქე ძალიან მაგარია".

რაფაელ ბენიტესი (რეალი): "ბოლო წლებში პსჟ ყველაფერს იგებს შინაურ ასპარეზზე. ხვალ დიდი გუნდის წინააღმდეგ დიდი მატჩი იქნება, ორივე გუნდი თანაბარი ძალისაა. ლუკა მოდრიჩმა ვარჯიში დაიწყო და ის პარიზშია, შესაძლოა, ითამაშოს. ჯერ არ ვიცი, ვინ შეცვლის გარეთ ბეილს, მაგრამ ჩვენ გვყავს რონალდო".

ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ თუ "რეალის" კარში გოლს გაიტანს, არ იზეიმებს. მოგეხსენებათ, არგენტინელი ადრე თამაშობდა "სამეფო კლუბში".

სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ვერატი, მატუიდი, ტიაგო მოტა - დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
რეალი (4-3-3): ნავასი - დანილო, ვარანი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო, რონალდო, კოვაჩიჩი

ოთხშაბათი. 21 ოქტომბერი
A ჯგუფი
მალმიო-შახტარი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აზინოვიჩი, მოლინსი - შევჩუკი, ტაისონი

პსჟ-რეალი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დ. ლუისი (?), ტრაპი (?), ვერატი (?) - ბეილი, ბენზემა, კარვახალი, ხამესი, პეპე

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 2 2 0 0 6-0 6
2. პსჟ 2 2 0 0 5-0 6
3. მალმიო 2 0 0 2 0-4 0
4. შახტარი 2 0 0 2 0-7 0

B ჯგუფი
ცსკა-მანჩესტერი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნათხო, ბერეზუცკი (?) - მაკნეირი, პაუელი, შოუ, იანგი

ვოლფსბურგი-პსვ 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კნოხე - ხოზეფსონი, კოხი, ვილემსი, ლესტიენი

თ მ ფ წ ბ ქ
1. პსვ 2 1 0 1 4-4 3
2. მანჩესტერი 2 1 0 1 3-3 3
3. ცსკა 2 1 0 1 3-3 3
4. ვოლფსბურგი 2 1 0 1 2-2 3

C ჯგუფი
ატლეტიკო-ასტანა 22:45
დისკვალიფიკაცია: ცუმასი (ასტ)
ტრავმა: ვიეტო - ანიჩიჩი, კანიასი, ჟოლჩიევი, მაქსიმოვიჩი, ნუსერბაევი, შომკო

გალათასარაი-ბენფიკა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალთინთოფი, ილმაზი (?), დენაიერი (?) - სანტოში, სემედო

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბენფიკა 2 2 0 0 4-1 6
2. ატლეტიკო 2 1 0 1 3-2 3
3. გალათასარაი 2 0 1 1 2-4 1
4. ასტანა 2 0 1 1 2-4 1

D ჯგუფი
იუვენტუსი-გლადბახი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კასერესი, ლიხტშტაინერი, ბუფონი (?) - ჰერმანი, ნ. შულცი, შტრანცლი, მ. შულცი (?)

სიტი-სევილია 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აგუერო, კლიში, დელფი, კოლაროვი, სილვა - კარიშო, ლუისმი

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 2 2 0 0 4-1 6
2. სევილია 2 1 0 1 3-2 3
3. სიტი 2 1 0 1 3-3 3
4. გლადბახი 2 0 0 2 1-5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული