ჩემპიონთა ლიგა. III ტური. A ჯგუფი: მთავარი ჯახი სანახაობის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
I წრე ისე დასრულდა, რომ "პარი სენ-ჟერმენსა" და მადრიდის "რეალს" წაგებათა და გაშვებულ ბურთთა გრაფაში ნულები დარჩათ.

სწორედ ამ, ორივე გუნდისთვის სასურველ სტატისტიკას შეეწირა წუხანდელი მთავარი დაპირისპირების სანახაობრივი მხარე. პარიზში გუნდებმა მხოლოდ ეპიზოდურად თუ შეგვახსენეს, რომ ევროპულ გრანდებთან და წლევანდელი ლიგის ფავორიტებთან გვაქვს საქმე.

მთელ მატჩში ყველაზე საინტერესო მომენტი რომ ახალგაზრდა ფანის მოედანზე შევარდნა იქნება, სხვა რაზე შეიძლება ლაპარაკი...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავი ვერაფრით გამოიჩინა, აი, მისმა ყოფილმა გუნდმა "მალმიომ" კი პირველი გამარჯვება ჩაიწერა ჯგუფში - მე-17 წუთზე კონატე
მარცხნიდან შეიჭრა "შახტარის" საჯარიმოში და მარკუს როზენბერგმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

შვედებს მეორე ტაიმში შეეძლოთ ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა, მაგრამ ჯურჯიჩმა პენალტი გოლად ვერ აქცია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მალმიო-შახტარი 1:0
გოლი: 1:0 როზენბერგი (17)
მალმიო (4-4-2): ვილანდი - ტინერჰოლმი, არნასონი, ბენგტსონი, კონატე - როდიჩი (79. რაკიპი), ლევიცკი, ადუ, ბერგეტი - როზენბერგი, ჯურჯიჩი (88. მეჰმეთი)
შახტარი (4-4-1-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი - მარლოში (71. ალვეშ და სილვა), ფრედი, სტეპანენკო, ბერნარდი - ალექს ტეიშეირა - გლადკი (81. კოვალენკო)
გაფრთხილება: ლევიცკი, ბენგტსონი, როზენბერგი - რაკიცკი, კუჩერი, სრნა, ფრედი
შენიშვნა: ჯურჯიჩმა ვერ გაიტანა პენალტი (56)
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-15 (6-1); ბურთის ფლობა: 32%-68%.

პსჟ-რეალი 0:0
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ვერატი (80. ლავეცი), ტიაგო მოტა, მატუიდი - დი მარია (67. ლუკასი), იბრაჰიმოვიჩი, კავანი (67. პასტორე)
რეალი (4-4-2): კ. ნავასი - დანილო, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - ლ. ვასკესი, კაზემირო, კროოსი, ისკო (69. მოდრიჩი) - ხესე (73. ჩერიშევი), რონალდო
გაფრთხილება: მატუიდი, ვერატი, ორიე - რამოსი, ვასკესი, ჩერიშევი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 10-16 (2-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 3 2 1 0 6-0 7
2. პსჟ 3 2 1 0 5-0 7
3. მალმიო 3 1 0 2 1-4 3
4. შახტარი 3 0 0 3 0-8 0

მომდევნო ტური
3 ნოემბერი:
შახტარი-მალმიო, რეალი-პსჟ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული