ვის რა სჭირდება
A ჯგუფში მადრიდის "რეალი" უკვე გასულია და ეს კარგი ამბავია "სამეფო კლუბის" ფანებისთვის, რადგან კლასიკოს შემდეგ გუნდი შესაძლოა, არც იყოს კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ამის მოხსნას გადარჩენილ რაფა ბენიტესსაც ეშინოდა. ამიტომ "შახტართან" მატჩი "რეალს" მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსისთვის ესაჭიროება. თუ "რეალი" მოიგებს ან ფრედ ითამაშებს, მაგრამ წააგებს პსჟ ან ორივე წააგებს, ბენიტესის გუნდი გარანტირებულად პირველია ჯგუფში.პსჟ გავა მოგებით ან ფრით (თუ "შახტარი"
B ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედს", ერთი შეხედვით, მარტივი ამოცანა აქვს, ლუი ვან გაალის კრებულმა შინ უნდა იმარჯვოს პსვ-სთან. ამით გუნდი ჰოლანდიელებზე შურსაც იძიებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, პლეი ოფის საგზურსაც დაიბევებს. ცსკა ყოველგვარ შანსს კარგავს წაგების შემთხვევაში.
C ჯგუფში "ბენფიკა" ლისაბონის დროით ნაშუადღევს, პირველ საათზე თამაშობს ასტანაში. პორტუგალიური გრანდი გასულია მოგების ან ფრის (თუ "ატლეტიკო" მოუგებს "გალათასარაის" ან ფრედ ეთამაშება) შემთხვევაში; თუ "ბენფიკა" მოიგებს და "ატლეტიკო" ვერა, "ბენფიკა" სულაც პირველ ადგილს ინაღდებს. "ატლეტიკოს" პლეი ოფამდე თურქებთან ფრე აშორებს.
D ჯგუფში "მანჩესტერ სიტი" უკვე გასულია. ახლა მანუელ პელეგრინის გუნდს პირველი ადგილისთვის სჭირდება მოგება. "იუვენტუსს" შეუძლია "სიტის" შეუერთდეს, თუ ის მოუგებს მას. "ბებერი ქალბატონი" ნებისმიერი შედეგის შემთხვევაშიც გადის, თუ "სევილია" ვერ მოიგებს გერმანიაში, სადაც "გლადბახს" პლეი ოფის საგზურის მოპოვება აღარ შეუძლია. ანდალუსიელები ბრძოლას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში აგრძელებენ.
დღის თამაში
მართალია, წყვილში ერთ-ერთს საგზური დაბევებული აქვს და მეორეს მისი მოპოვება წაგებითაც შეუძლია, მაგრამ ჩვენ "სიკვდილის" ჯგუფის სწორედ ეს დაპირისპირება გამოვყავით - ტურინში "ბებერი ქალბატონი" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.ტურინის "იუვენტუსი" შესაშურ ხასიათზე ხვდება დაპირისპირებას - "მილანს" 1:0 მოუგო და უშუალოდ გადაასწრო გათამაშების ცხრილში. აი, ინგლისელები კი შერცხვნენ, შინ იურგენ კლოპის "ლივერპულთან" - 1:4.
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ჯგუფის სათავეში. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, ეს ერთადერთია, რაც ჯგუფიდან გასვლის გარანტიას გვაძლევს. თუ ვერ მოვიგებთ, უკვე სხვა მატჩზე ვიქნებით დამოკიდებულნი.
ჩვენ მისიის შესასრულებლად 95 წუთი გვაქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ზედიზედ სამი გამარჯვება გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ პროგრესს განვიცდით. აქამდე დალაგება გვჭირდებოდა, ზაფხულში 10 ფეხბურთელი შევიძინეთ და გუნდს შეთამაშება სჭირდებოდა. ჯერ არაფერია გარკვეული, ჯერ წინაა ბრძოლა "სევილიასთან", ლიგა გადამწყვეტ ეტაპზეა".
მანუელ პელეგრინი (სიტი): "ძალიან გვიხარია, რომ ზედიზედ მესამედ გავედით ჯგუფიდან. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. ეს ჩვენთვის დიდი ტესტია, უნდა გავიდეთ და მოვიგოთ რთულ სტადიონზე ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.
ჩვენ ძალიან არ გაგვიმართლა "იუვენტუსთან" შინ, როცა დავმარცხდით. ისევე კარგად უნდა ვითამაშოთ, როგორც მე-4 ტურში "სევილიას" წინააღმდეგ. ბურთი ჩვენ უნდა გვქონდეს და სიტუაციას მეტოქეს ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ. "იუვენტუსს" ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს და ამას უნდა ვუფრთხოდეთ".
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი: ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი - სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ალექს სანდრო - დიბალა, მორატა
სიტი: ჰარტი - სანია, ოტამენდი, დემიკელისი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ფერნანდო - ნავასი, ტურე, სტერლინგი - აგუერო
JE SUIS PARIS
"პარი სენ-ჟერმენი" დღეს "მალმიოსთან" შეხვედრას და შაბათს "ტრუასთან" მატჩს სპეციალური მაისურებით ჩაატარებს. მაისურები 13 ნოემბრის ტერორისტული აქტებისას დაღუპული 130 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად დამზადდა. მაისურაზე სპონსორის ადგილას JE SUIS PARIS აწერია ("მე პარიზი ვარ").
25 ნოემბერი
A ჯგუფი
მალმიო-პსჟ 23:45
დისკვალიფიკაცია: არნასონი - დავიდ ლუისი
ტრავმა: აზინოვიჩი, მოლინსი, ჯურჯიჩი (?), კონატე (?) - ვერატი (?)
შახტარი-რეალი 23:45
დისკვალიფიკაცია: კუჩერი, სრნა (შახ)
ტრავმა: მალიშევი (?) - მარსელო, მაიორალი, რამოსი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 4 3 1 0 7-0 10
2. პსჟ 4 2 1 1 5-1 7
3. შახტარი 4 1 0 3 4-8 3
4. მალმიო 4 1 0 3 1-8 3
B ჯგუფი
ცსკა-ვოლფსბურგი 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ერემენკო, დუმბია (?), შენიკოვი (?), ბერეზუცკი (?) - კნოხე, ლუის გუსტავო (?), როდრიგესი (?)
მანჩესტერი-პსვ 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვალენსია, ანდერი, კერიკი, ჯონსი, პაუელი, შოუ, ფელაინი (?), მარსიალი (?), რუნი (?), უილსონი (?) - კოხი, ვილემსი, ლესტიენი (?)
თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 4 2 1 1 5-4 7
2. პსვ 4 2 0 2 6-6 6
3. ვოლფსბურგი 4 2 0 2 4-4 6
4. ცსკა 4 1 1 2 4-5 4
C ჯგუფი
ასტანა-ბენფიკა 19:00
დისკვალიფიკაცია: ჯოლჩიევი - გაიტანი
ტრავმა: მაკსიმოვიჩი (?) - ლუიზაო, სემედუ
ატლეტიკო-გალათასარაი 23:45
დისკვალიფიკაცია: ილმაზი, ინანი (გალ)
ტრავმა: ჯ. მარტინესი - ალთინთოფი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბენფიკა 4 3 0 1 7-4 9
2. ატლეტიკო 4 2 1 1 7-2 7
3. გალათასარაი 4 1 1 2 5-7 4
4. ასტანა 4 0 2 2 2-8 2
D ჯგუფი
იუვენტუსი-სიტი 23:45
დისკვალიფიკაცია: ერნანესი (იუვ)
ტრავმა: ხედირა, პერეირა, კასერესი (?), ევრა (?) - ბონი, ნასრი, კომპანი (?), სილვა (?)
გლადბახი-სევილია 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დომინგესი, ჰანი, ჰერმანი, შულცი, შტრანცლი - კარიშო, გამეირო
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 4 3 0 1 8-5 9
2. იუვენტუსი 4 2 2 0 5-2 8
3. სევილია 4 1 0 3 5-7 3
4. გლადბახი 4 0 2 2 2-6 2
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"