დღეს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის პლეი ოფის წილისყრა გაიმართება

AutoSharing Option
დღეს, 14 დეკემბერს, ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის პლეი ოფის პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართება. ცერემონიალი 15:00 საათიდან დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის გუნდები ორ კალათაში არიან განაწილებულნი: პირველადგილოსნები და მეორეადგილოსნები.

პირველი კალათა: "რეალი", "ვოლფსბურგი", "ატლეტიკო", "სიტი", "ბარსელონა", "ბაიერნი", "ჩელსი" და "ზენიტი".
მეორე კალათა: პსჟ, პსვ, "ბენფიკა", "იუვენტუსი", "რომა", "არსენალი", "დინამო კ." და "გენტი".

არ შეიძლება ერთი ასოციაციის წარმომადგენელთა დაპირისპირება, არც რუსული და უკრაინული გუნდების შეხვედრა და არც ჯგუფურ ეტაპზე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდების ჯახი.

მერვედფინალური ეტაპი 16 თებერვალს დაიწყება.
პირველადგილოსნები ჯერ სტუმრად ითამაშებენ.

დღესვე გაიმართება ევროპალიგის 1/16-ფინალის წილისყრაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული