10:05 19-02-2016
რომა-რეალის გამოხმაურება: "რომას" ტაშიც ეყო
AutoSharing Option
რომაელებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს საკუთარ არენაზე და პრაქტიკულად, დაკარგეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. მატჩის შემდეგ სპალეტიმ და მისმა შეგირდებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს.
ლუჩანო სპალეტი: "თამაშის შემდეგ გულშემატკივრებმა ტაშით დაგვაჯილდოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცდა არ დაგვიკლია და რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ამ ეტაპზე, "რეალი" "რომაზე" ძლიერია, თუმცა ჩვენ სწორი გზით მივდივართ და მჯერა, რომ სამომავლოდ ევროპული ფეხბურთის გრანდებს ტოლ-სწორად ვეპაექრებით.
მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ "რეალს" საუცხოო ფეხბურთელები ჰყავს - მიეცი მათ მეტრი და აქცევენ კილომეტრად. რა გაეწყობა, უნდა ვისწავლოთ და არსებული ხარვეზები გამოვასწოროთ".
მირალემ პიანიჩი: "ანგარიში არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, რადგან ჩვენც გვქონდა მომენტები და მინიმუმ ერთი გოლი უნდა გაგვეტანა. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ასეთ მარცხს არ ვიმსახურებდით. უძლიერესი მეტოქე გვყავდა და ფავორიტად იყო მიჩნეული, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი არაფერი დავუთმეთ. წინ სერია A-ს უმნიშვნელოვანესი მატჩებია, არ უნდა გავტყდეთ და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლოთ".
ალესანდრო ფლორენცი: "სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გვქონდა და ამაზე გულშემატკივრების ტაში ნათლად მეტყველებს. როდესაც "რეალის" კალიბრის გუნდს ეთამაშები, იღბალმაც უნდა გაგიღიმოს, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. მსაჯს შეეძლო ჩვენ სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. დიდი გამოცდილება მივიღეთ, მადრიდში კი ბოლომდე ვიბრძოლებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული