ბაიერნი-იუვენტუსი 4:2 - დრამა "ალიანც არენაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* კინგსლი კომანმა დამატებით დროში ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა.
* დამატებით დროში "ბაიერნის" ორივე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
* პარასკევს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრაა - რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, ბაიერნი, ვოლფსბურგი, სიტი, პსჟ, ბენფიკა.

"ალიანც არენაზე" ისეთი დრამა, სპექტაკლი, თრილერი, ტრაგედია და სანახაობა ვიხილეთ, როგორიც ცხოვრებას გვიმწარებს, გვიხალისებს, გვიმოკლებს და გვიხანგრძლივებს.

მატჩი მასპინძლებისთვის შოკისმომგვრელად დაიწყო და პრინციპში ასევე გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი. სამი ხედირას მშვენიერ პასს დავიდ ალაბას შეცდომა მოჰყვა, სტეფან ლიხტშტაინერმა კარიდან გამოსულ მანუელ ნოიერს დაასწრო და პოლ პოგბამაც
ზუსტად დაარტყა.

მიუნხენელებმა შოკიდან გამოსვლა ვერ შეძლეს და მეტიც, 28-ე წუთზე მეორე გოლიც გაუშვეს - კონტრშეტევისას ალვარო მორატამ დიდებული სოლორეიდი შემოგვთავაზა და ხუან კუადრადოს უპასა, რომელმაც ლამი გააცურა, მშვენიერი პაუზა აიღო და ზუსტადაც დაარტყა.

ტაიმის მიწურულს იმავე კუადრადოს შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, როდესაც პოგბას პასის მერე, წესით, უნდა გაეტანა, მაგრამ მანუელ ნოიერმა როგორღაც აუღო და ამით თავისივე შეცდომა გამოასწორა.

სტუმრები თავს კარგად იცავდნენ და მეორე ტაიმის პირველ ნახევარშიც არაერთი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ეს შანსები ვერ გამოიყენეს და ამის გამო დაისაჯნენ.

73-ე წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ექსტურინელმა კინგსლი კომანმა მინდორზე ცეცხლი დაანთო და... მან მიიღო მონაწილეობა პირველ გოლშიც, როდესაც დუგლას კოშტას უპასა, აქტიურმა ბრაზილიელმა კი შორეულ ძელთან დაკიდა, სადაც იქამდე შეუმჩნეველი რობერტ ლევანდოვსკი იდგა და პოლონელს თავით გატანა აღარ გასჭირვებია.

"ბაიერნს" სხვაგავარად ბევრი მაინც არაფერი გამოსდიოდა და მიუნხენელებიც ჩაწოდებებზე გადაერთვნენ, მაგრამ 91-ე წუთამდე ვერაფერს გამორჩნენ, სანამ პოლ პოგბა და პატრის ევრა ბურთს ვერ გაიყოფდნენ, საბოლოოდ, ევრამ შეცდომა დაუშვა და იმავე კომანმა მიულერს ჩაუგდო, რომელმაც ასევე თავით შეაგდო.

ცხადი გახლდათ, რომ ამის მერე სტუმრებს ძალიან გაუჭირდებოდათ. "ბაიერნის" მხარეს უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა იყო. თუმცა დამატებით დროში პირველი მომენტი მაინც სტუმრებს ჰქონდათ, ლიხტშტაინერმა ძლიერად ვერ დაარტყა. ფრთხილი პირველი დამატებითი ტაიმის მერე, "ბაიერნი" ცოტათი ისევ გააქტიურდა და თავისას მიაღწია კიდეც.

ასევე შეცვლაზე შესულმა ტიაგო ალკანტარამ ევრას მიერ უხერხულად მოგერიებული ბურთი მოიგდო, სწრაფი კედელი გაითამაშა მიულერთან და "ბაიერნი" დააწინაურა. ბოლო აკორდი კი კომანმა აიღო კონტრშეტევაზე წამოსვლის მერე სოლო რეიდითა და ლამაზი დარტყმით, რომელიც მაინც მატჩის გმირად უნდა დავასახელოთ.

ბოლოს სტუმრებმა გაიბრძოლეს და ორი გამოსარჩევი მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ მანჯუკიჩს არაფერი გამოუვიდა.

"იუვენტუსი" კარგი იყო, ტურინელებს ძირითად დროში გაცილებით მეტი რეალური მომენტი ჰქონდათ და რამდენჯერმე შეეძლოთ ყველაფრის დამთავრება, მაგრამ დანარჩენი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

"ბაიერნმა" კი თავისი ხასიათი მაინც გამოავლინა და ახლა გაბრაზებული მიუნხენელები ძნელი გასაჩერებლები იქნებიან, თანაც თუ ტრავმირებული ფეხბურთელებიც დროულად დაუბრუნდათ, მაგრამ ხარვეზების გამოსწორებაც აუცილებელია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-იუვენტუსი 2:2 (2:2) (4:2 დ.დ.)
გოლები: 0:1 პოგბა (5), 0:2 კუადრადო (28), 1:2 ლევანდოვსკი (73), 2:2 მიულერი (90+1), 3:2 ტ. ალკანტარა (108), 4:2 კომანი (110)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ბენატია (46. ბერნატი), ალაბა - ჩაბი ალონსო (60. კომანი) - ვიდალი, რიბერი (101. ტ. ალკანტარა), დუგლას კოშტა, მიულერი - ლევანდოვსკი
იუვენტუსი (4-5-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა - კუადრადო (89. პერეირა), ხედირა (68. სტურარო), პოგბა, ალექს სანდრო, ერნანეში - მორატა (72. მანჯუკიჩი)
გაფრთხილება: კიმიხი, ვიდალი, ლევანდოვსკი, ალკანტარა, ბერნატი - ხედირა, მორატა, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კუადრადო, პერეირა, სტურარო
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 19-26 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 26(8)-16(11) ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 23 475

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
და ბაიერნი გერმანულ ფეხბურთს თამაშობს? ტიკი-ტაკა და ესპანური სტილი სხვა გუდებში არ გამოვააა, გინდ ბაიერნი იყოს და გინდ მან. სიტი.
გურამ ფაშა
18 მარტი 2016 11:56
0
ბარსელონა არ იყო, 7-0 რომ ამოსდო სამარცხვინოდ?
bb
18 მარტი 2016 11:29
0
მესი დაკიდებს ყვერებით თქვენს ''დოიჩე მანქანას,,
ბარსა
18 მარტი 2016 04:43
0
ბაიერნი უდედისე კლუბია და გერმანული ფეხბურთის დიდი ტრადიციების მატარებელი...ულოცავ ყველა ბავარიელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!!!
მითრიდატე
17 მარტი 2016 14:11
0
ააააა, როგორ ხასიათზე ხართ ანტიბავარისტებო, შეგისრულეთ გერმანულად? ისე ერთი სული მაქვს როდის გადაშენდება სირდიოლა ბავარიადან, ამის ფილოსოფოსობას საზღვარი არა აქვს, რატომ არ დააყენა ტიაგო თავიდანვე ალბათ თვითონაც არა აქვს პასუხი, ან რა ტაქტიკით ითამაშა ვერ გავიგე, იუვეს გულშემატკივრებს დაავიწყდათ ეტყობა ვის ეთამაშებოდნენ, ჩემი დიდი სიმპატია ალეგრის და მთლიანად იუვენტუსს, შესანიშნავი სპექტაკლი გვაჩუქეს, მადლობა მათ ამისათვის, ალლეს დოიჩლანდ!.......
ააა
17 მარტი 2016 13:27
0
ბატო ლევან,პირველ რიგში წერას მიაქციეთ ყურადღება,ასოები დაამუშავეთ,გრამატიკის შესწავლაც არ გაწყენდა,რაც შეეხება იუვეს და ბაიერნის დაჯახებას,ამას განგებ არავინ არ აკეთებს და რომც მოინდომონ არ გამოვა,ამისათვის საჭიროა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა,მეორეც პსჟ-ს,რომ წამოარტყი ხელი,ამ გუნდს ყველაზე მეტი შანსი აქვს წელს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა,აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.
levan-s
17 მარტი 2016 11:57
0
იუვე დიდი გუნდია,ამ კლუბში ვარსკვლავები თამაშობენ,ამაზე საუბარიც არაა,მაგრამ მწვრთნელს ამისთანა მატჩებში გადამწყვეტი როლი ენიჭება,ეს მატჩი ალეგრინიმ წააგო,იუვეს დიდი უპირატესობა ჰქონდა,პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის შუამდე ბაიერნი შოკში იყო,მათ სიცოცხლის ნატამალიც კი არ ეტყობოდათ,მაგრამ ალეგრინის უპასუხისმგებლო და თავხედურმა ტაქტიკამ მეორე სიცოცხლე შემატა ბაიერნს და მოხდა ის რაც ამ დროს ხდება ხოლმე,ვერ გავიგე რატომ შეცვალა მორატა,ან ხედირა,ან ყრუ დაცვა რაში ჭირდებოდა,არ ვიცი ამაზე პასუხი არ მაქვს,იუვე დიდი გუნდია,მაგრამ ყავს პატარა მწვრთნელი,პატარა კაცი და შედეგიც სახეზეა,სამწუხაროა,რაც გუშინ მოხდა,ძალიან სამწუხარო.
roma
17 მარტი 2016 11:47
0
Bayern's Girl ვეთანხმები. ნეკროლოგიც კი მომიძღვნეს ბაიერნზე, მაგრააამ.... დღეს ძალიან გახარებული ვარრრ...
მდა
17 მარტი 2016 11:29
0
იუვეს ფანობა რა შუაშია, პსჟს თამაშებიც დარწმუნებულკი ვარ თქვენზე ბევრი მინახავს და შენ ვიღაცა რო მწერ რო ვფილოსოფოსობ, შენს საფეხბურთო განათლებას მიხედო სჯობს, აზრზე არ ხარ გეტყობა! მე ვთქვი რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა ფეხბურთისთვის, სანახაობის თვალსაზრისით რომ იუვე და ბავარია ერტმანეთს არ დაჯახებოდნენ ამ ეტაპზე . არ გინმდათ და უყურეთ სვარკას, ბოლოს მაინც ბარსა მოიგებს და ეგ იქნება
levan
17 მარტი 2016 11:21
0
Shen getyoba psj-s tamashs ar giyurebia dzmao. Yvelas gaafarchakebs barsas garda
Lrvans
17 მარტი 2016 11:10
0

სიახლეები პოპულარული