იცოდეთ, კვერცხებს დაგაჭრით! - როგორი მოტივატორია ხოსეპ გვარდიოლა

AutoSharing Option
ფაქტია, ხოსეპ გვარდიოლა მაგარი მოტივატორია და კარგად იცის, როგორ შემოაბრუნებინოს თავის ფეხბურთელებს მატჩის ბედი 0:2 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ და გაიყვანოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში.

მიუნხენში, "ბაიერნი"-"იუვენტუსის" მატჩის შესვენებისას ფრანც ბეკენბაუერმა Sky-ს ეთერში იხუმრა, თუკი მიუნხენელები ანგარიშს არ გაათანაბრებენ, გვარდიოლა მოთამაშეებს დაასაჭურისებსო.

"ბაიერნმა" შეხვედრა საბოლოოდ დამატებით დროში, ანგარიშით 4:2 მოიგო, ბეკენბაუერის ნათქვამი კი მთლად ხუმრობა არ ყოფილა - საფინალო სასტვენის შემდეგ ეს თომას მიულერმა მიქს-ზონაში დაადასტურა.

"დამატებითი ტაიმების დაწყებამდე ის (გვარდიოლა) დაგვემუქრა, რომ კვერცხებს
დაგვაჭრიდა. რა თქმა უნდა, საუბარი ემოციური იყო. ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი, მწვრთნელის ადგილზე რომ ვყოფილიყავი. მას სურდა, რომ მესამეც გაგვეტანა, რადგან საამისოდ ძალები კიდევ გვქონდა.

გიჟური თამაში გამოვიდა. ყველაფერი არაგეგმიურად განვითარდა. ბურთს თითქმის არ შევხებივარ, რადგან "იუვენტუსი" თავს კარგად იცავდა. ჩვენ კი დაცვაში შეცდომები დავუშვით და ორი გოლი მივიღეთ", - აქვეყნებს მიულერის ნათქვამს Die Welt-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ თომას, მოდი სიტიში წასვლამდე გვარდიოლას დააჭერით და ისე გაუშვით რა ^_^
Bayern's Girl
17:55 17-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული