
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო შემდეგ ევროპის ლიგის ჯერიც დადგება.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურის მფლობელები არიან: მადრიდის "ატლეტიკო", მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", მიუნხენის "ბაიერნი", "ვოფლსბურგი", "ბენფიკა", "მანჩესტერ სიტი" და პსჟ.
მეოთხედფინალის პირველი მატჩები 5/6 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 12/13 აპრილს.
ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საგზურის მფლობელები არიან: "ვილიარეალი", "სპარტა", "ბილბაო", "შახტარი", "ბრაგა", "ლივერპული", "სევილია" და "ბორუსია" (დ).
მეოთხედფინალის მატჩები 7 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 14 აპრილს.