ბაიერნი VS ბენფიკა - პეპის ფავორიტობანა

AutoSharing Option
* "ბენფიკა" ჩინებულ ფორმაშია - ბოლო 20 თამაშიდან 19 მოიგო. მას მოგებული აქვს ზედიზედ ბოლო 8 შეხვედრა.

* ჟონასმა პორტუგალიის ჩემპიონატში უკვე 30 გოლი გაიტანა.

* თუ "ბენფიკა" ნახევარფინალში გავა, ეს პირველად მოხდება 1990 წლის მერე.

ხოსეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე "ბაიერნი" სულაც არ არის ფავორიტი. რატომ ფრთხილობს ესპანელი მწვრთნელი?

ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ და 4-ჯერ გერმანულმა კლუბმა იმარჯვა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა. 6-დან 4 შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით იყო. სამივე ორმატჩიანი დაპირისპირების მერე "ბაიერნი" ფინალში გავიდა.

პრესკონფერენცია
ხოსეპ
გვარდიოლა
(ბაიერნი): "ბაიერნის" მწვრთნელი ვარ და ყოველთვის მოგებაზე ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ "ბაიერნი" ამ წყვილში ფავორიტია. ამ ეტაპზე "ბენფიკა" ისეთ ფორმაშია, რომ წყვილის ფავორიტი ის უფრო არის. მეტოქის საჯარიმოში კოსტას მიტროღლუ და ჟონასი ძალიან საშიშები არიან.

პორტუგალიურ ფეხბურთს დიდ პატივს ვცემ და შარშანდელი "პორტუც" კარგად მახსოვს. "ბაიერნის" ფანები ტიტულების ჰეთ თრიკს ითხოვენ, ნაკლები მათთვის წარუმატებლობა იქნება და მე მათი კარგად მესმის. კონკურენცია დიდია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით".

რუი ვიტორია (ბენფიკა): "ერთი მხრივ, "ბაიერნი" სულ სხვა დონეა, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ გუნდურად და დავიხარჯოთ ბოლომდე. მეტოქე კარგად შევისწავლეთ და მიუნხენში უშიშრად ჩამოვედით. ყველა თამაშის მოგება მსურს, მაგრამ ვიცი, რომ ეს ხანდახან ძალიან ძნელია. ჩვენ ხვალ ვითამაშებთ დიდი ენთუზიაზმით, შემართებითა და მონდომებით. ჩემი სურვილია, გუნდმა საკუთარი თამაშისგან სიამოვნება მიიღოს".

გასულ უქმეებზე
"ბაიერნმა" 1:0 დაამარცხა "აინტრახტი". გუნდს კარგად არ უთამაშია, თუმცა ფრანკ რიბერიმ საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა და შესაძლოა, "ბენფიკასთან" თამაშში სასტარტოში ადგილიც მოიპოვა (დუგლას კოშტას ნაცვლად).

"ბენფიკამ" საკმაოდ კერკეტი "ბრაგა" 5:1 გაანადგურა. მიტროღლუმ დუბლი შეასრულა, ჟონასმაც გაიტანა, ოღონდ პენალტით. თითო გოლი პიციმ და შეცვლაზე შესულმა სამარისმა გაიტანეს.

სამშაბათი. 5 აპრილი
ბაიერნი-ბენფიკა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოატენგი, ბადშტუბერი, რობენი (?), ბენატია (?) - ჟულიო სეზარი, ლუიზაო
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-2-2): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი - ჩაბი ალონსო, ვიდალი - კომანი, რიბერი - მიულერი, ლევანდოვსკი
ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - ა. ალმეიდა, ლინდელოფი, ჟარდელი, ელიზეუ - ფეიშა, რ. სანჩესი, გაიტანი, პიცი - ჟონასი, მიტროღლუ
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული