ზინედინ ზიდანი: მეც კი არ ველოდი, რომ 0:2-ს წავაგებდით

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ვოლფსბურგთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ვოლფსბურგი-რეალი 2:0 - "მგლის ფსიქოლოგია" ასეთია [VIDEO]

"თამაშით უკმაყოფილო ვარ. არავინ ელოდა, რომ 0:2-ს წავაგებდით. მეც კი არ ველოდი. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, განსაკუთრებით, ფიზიკურად.

"ბარსელონასთან" მატჩმა ძალიან დიდი ძალა წაიღო. "ვოლფსბურგთან" მატჩი ისეთი ტემპით არ დავიწყეთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე უნდა იყოს. მობილურობა და ტემპი გვაკლდა.

გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ ახლა ანგარიშს ვერ შევცვლით.

ჯერ დაკარგული არაფერია. ჩვენ "რეალი" ვართ და
შეგვიძლია საპასუხო შეხვედრაში გულშემატკივრების მხარდაჭერით ყველაფერი შევცვალოთ", - თქვა ზიდანმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა ბარსა,რის ტორესი.სტატია ვოლფსბურგი-რეალის მატჩზეა :DDDD
გია
16:49 07-04-2016
0
"ბარსა"-სთან თამაში მარტლაც ძალიან რთული იყო და დიდ ენერგიას წაიღებდა, თუმცა 0:2 მაინც ძალიან ბევრია. პრინციპში, "ბარსელონა"-საც ძალიან გაუჭირდა და ნამდვილად გაუმართლა "ატლეტიკო"-ს წინააღმდეგ. ორივე გოლი იღბალი იყო და არა დამსახურებული. ტორესის გაძევება ხომ საერთოდ, თითიდან გამოწოვილი.
თენგო
16:24 07-04-2016
0

სიახლეები პოპულარული