კევინ დე ბრიუნეს შესანიშნავი გოლი და "სიტი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
12 აპრილს ინგლისში "მანჩესტერ სიტისა" და პსჟ-ს შორის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა.

"სიტიმ" პსჟ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა პარიზში ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

შეხვედრის 30-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი მიეცათ. პარიზელების კართან 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომლის შესრულება სერგიო აგუერომ ითავა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

"ქალაქელებმა" გოლის გატანა 76-ე წუთზე შეძლეს. გოლის ავტორი კევინ დე ბრიუნე გახდა. საბოლოოდ "სიტიმ" მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული