მადრიდელებს ცხადია, სურდათ, რომ ანგარიში მალევე გაეხსნათ, მაგრამ ამაზე ითამაშესო ვერ ვიტყვით, პირიქით, თავდაჯერებულად და დინჯად თამაშობდნენ, მაგრამ თავისას მაინც მიაღწიეს, ამ მიდგომამ გაჭრა.
პირველ მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობებში ერთადერთი ცვლილება იყო, "რეალის" ძირითადში მარჯვენა მცველად დანილოს ნაცვლად დანიელ კარვახალი გამოჩნდა, რომელიც გერმანიაშიც შევიდა შეცვლაზე ცუდად მოთამაშე ბრაზილიელის ნაცვლად.
ამან გაამართლა, რადგან კარვახალი ძალიან აქტიური გახლდათ და პირველი გოლი მან შექმნა, ცოტა
წამებში მასვე ოდნავ დაასწრეს და ბურთი კუთხურზე გავიდა, რომლის ჩამოწოდების მერეც, მოსახდენი მაინც მოხდა - რონალდომ ტონი კროოსის ჩაკიდებულ ბურთს თავი შეაგება და "რეალმა", თანაც, დინჯად მოთამაშე "რეალმა", პირველივე ტაიმში აღმოფხვრა ჩამორჩენა.
გერმანელები ცხადია, შოკში ჩავარდნენ და არათუ ცივი, ყინულიანი შხაპი "მგლებს" მაშინ გადაესხათ, როდესაც მათი მთავარი შემოქმედი იულიან დრაქსლერი დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.
მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ "რეალმა" სტილი არ შეცვალა და დინჯად თამაში გააგრძელა, პირველი ტაიმის ბოლო წამამდე, როცა ქარიმ ბენზემამ დროულად და კარგად ვერ დაარტყა, მასპინძლებს მომენტი აღარც ჰქონიათ.
აი, სტუმრებმა კი ერთი-ორი გამოსარჩევი რამ შემოგვთავაზეს და ყველაზე სახიფათო ის ეპიზოდი გახლდათ, როდესაც ბრუნო ენრიკემ დიდი დრო მოანდომა ბურთის დამუშავებას და ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა, დაუბლოკეს.
მეორე ტაიმში მატჩის სათამაშო ტემპი და სცენარი დიდად არ შეცვლილა. "რეალი" ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. ერთი სერხიო რამოსის თავური მოხვდა ძელს და ბურთმა კინაღამ ხაზიც გადაკვეთა, მადრიდელები გოლის დაფიქსირებას ითხოვდნენ.
ასე მშვიდად მიდიოდა საქმე დამატებით დრომდე, სანამ 77-ე წუთზე საჯარიმო დარტყმას არ დაინიშნა და მის შესასრულებლად "სამეფო გუნდის" 7-იანი არ მივიდა. რონალდოს დარტყმისას იქამდე ჩინეთის კედელივით მდგარი "ვოლფსბურგის" ცოცხალი კედელი ბერლინის კედელივით დაიშალა, რონალდომ კი ბურთი ნახევარფინალისკენ მიმავალ ღრიჭოში გააძვრინა და შემდეგი ეტაპის ფანჯარა გაჭრა.
პორტუგალიელი მატჩის გმირად იქცა, მისი ბენეფისი შედგა და იგი ზიდანის მოსვლის მერე თითქოს, ხელახლა იბადება და მეორე ახალგაზრდობა ეწყება. ისე, ეს რონალდოს მე-16 გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში, საკუთარი რეკორდის გამეორება-გაუმჯობესებამდე.
დარჩენილ დროში ცოტა სანერვიულო მაინც იყო, გერმანელებს ერთი კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ კარში დროულად ვერავინ დაარტყა. "რეალს" დროზე ადრე დამთავრებაც შეეძლო, ბენალიომ ჯერ ბენზემას აუღო, მერე კი ქრიმის ნაცვლად გამოსულ ხესეს არ გაატანინა, ორივე კარგი "სეივი" იყო.
დიტერ ჰეკინგის გუნდი ვერ გავიდა, მაგრამ ბოლომდე იომა და მხოლოდ შექებას თუ იმსაუხრებს. "მგლებს" უბრალოდ ცოტათი არ გაუმართლათ. "რეალმა" კი წილისყრას და თავის მეტოქეს დაელოდება, რომლადაც მადრიდელები ალბათ სიამოვნებით ისურვებემ პარალელურ მატჩში გამარჯვებულ "სიტის".
რეალი-ვოლფსბურგი 3:0 (0:2)
გოლები: 1:0 რონალდო (16), 2:0 რონალდო (17), 3:0 რონალდო (77)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (90+2. ვარანი), კაზემირო, კროოსი - ბეილი, რონალდო, ბენზემა (84. ხესე)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ვიეირინია, ნალდო, დანტე, რ. როდრიგესი - გილავოგი (80. დოსტი), ლუის გუსტავო - დრაქსლერი (32. კრუზე), არნოლდი, ბრუნო ენრიკე (72. კალიჯური) - შურლე
გაფრთხილება: რონალდო - არნოლდი, ლუის გუსტავი, დანტე, ვიეირინია
კუთხური: 12-4 ჯარიმა: 9-9 თამაშგარე: 5-3 კარში დარტყმა: 16(7)-9(3) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 76 684
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დიდი პორტუგალიელი მწერლის სახელი და გვარია - José Saramago, მაგრამ ქართულად გამოითქმის, როგორც ჟოზე სარამაგუ(და არა სარამაგო, რასაც, სამწუხაროდ, არცთუ ისე იშვიათად წააწყდება ადამიანი).
იგივე ვარიანტია რონალდუს შემთხვევაშიც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ!