ბენფიკა-ბაიერნი 2:2 - დღეიდან "ბაიერნი" ლიგის მთავარი ფავორიტია? [VIDEO]

AutoSharing Option
"ბენფიკამ" პირველ შეხვედრაშიც დაამტკიცა, რომ ხუმრობა "არწივებთან" არ შეიძლება და რუი ვიტორიას გუნდი 27-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულ-სათამაშო უპირატესობას თავიდანვე "ბაიერნი" ფლობდა - ხიმენესი ელიზეუს შორეულ შესანიშნავ პასს გამოეხმაურა და გამომდინარე იქიდან, რომ მანუელ ნოიერი კარიდან ცუდად გამოვიდა, ფაქტობრივად ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი.

რეკორდმაისტერისთვის კარგი მოხდა ის, რომ სტუმრებმა შესვენებამდე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრის ერთ-ერთი გმირი ელდერსონი კარიდან ბოლომდე იდეალურად ვერ გამოვიდა და საბოლოოდ, მოგერიებული ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მდგომ არტურო ვიდალს მიუვიდა, ჩილელიც
იმ პოზიციიდან არ შეცდა.

მეორე ტაიმის დებიუტში კი პრინციპში, ყველაფერი გადაწყდა, როდესაც "ბაიერნმა" კუთხური მოაწოდა - ხავი მარინესმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი დააგდო, მას თომას მიულერზე გამოუვიდა პასი, რომელსაც ახლოდან გატანა არ გასჭირვებია.

კარგი "ბენფიკასთვის" და მისი გულშემატკივრებისთვის ის გახლდათ, რომ გუნდი არ დანებდა და ბრძოლა გააგრძელა, რაც 77-ე წუთზე ტალისკას გოლში აისახა.

შეცვლაზე შესულმა ბრაზილიელმა, უძლიერესი დარტყმით გაიტანა ჯარიმიდან და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა გერმანელები კიდევ ორი ბურთის გამშვებები არ იყვნენ და არც გაუშვეს.

"არწივების" ასეთი თამაში დასაფასებელია და ლისაბონელებს შეუძლია იამაყონ, რომ ასე ღირსეულად ითამაშეს წყვილში აშკარა ფავორიტის წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, შემდეგ ეტაპზე უფრო ძლიერი გუნდი გავიდა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში უფრო დაიმსახურა მოგება.

ხოსეპ გვარიდოლას ყოფილი გუნდის, "ბარსელონას" გავარდნას თუ გავითვალისწინებთ, მიუნხენელებს ბევრი ალბათ, მთავარ ფავორიტადაც შერაცხავს, მაგრამ არც მადრიდის "რეალი" დაგვავიწყდეს და არც ის, რომ "სიტი" და დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" უქმად ყოფნას არ აპირებენ.

ნახევრაფინალების წილისყრა პარასკევს ჩვენი დროით 14:30 საათზე გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი
ბენფიკა-ბაიერნი 2:2 (0:1)
გოლები: 1:0 ხიმენესი (27), 1:1 ვიდალი (38), 1:2 მიულერი (52), 2:2 ტალისკა (77)
ბენფიკა (4-2-3-1): ედერსონი - ელიზეუ (88. იოვიჩი), ჟარდელი, ნილსონ-ლინდელოფი, ალმეიდა - სანჩესი, ფეისა - კარსელა-გონსალესი, პიცი (58. გუედესი), სალვიო (68. ტალისკა) - ხიმენესი
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, კიმიხი, მარტინესი, ალაბა - ვიდალი, ჩაბი ალონსო (90. ბერნატი), ალკანტარა - დიეგო კოსტა, რიბერი (90+2. გიოტცე), მიულერი (84. ლევანდოვსკი)
გაფრთხილება: კარსელა-გონსალესი, ალმეიდა – მარტინესი
კუთხური: 3-6 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 9(5)-16(7) ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 59 405

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ატლეტიკო ყველაზე პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობს და შედეგებს დებს.არ იქნება გასაკვირი,რომ ლიგა მოიგოს,თუმცალაღ ფეხბურთთან იგი შორსაა.
"სითი"-მ ორჯერ წააგო იუვესთან და კვლავ რო ათამაშო- კიდევ ორჯერ ჭააგებს.
ეს არის დიდფულიანი გუნდი,რომელიც ყველაფერზე ყავა.
რეალი არის ერთერთი ფავორიტი.
ბავარია ამდენს ვერ გაუძლებს.ჭკვიანი გუნდი ბავარიას დაამარცხებს, მაგრამ წკვიანები აღარ დარჩა ტურნირში.
gigo
14 აპრილი 2016 14:39
0
ყველაზე ფავორიტი არის 'სიტი" რადგანაც ყველაზე სუსტად ითვლება ამ ოთხეულში და ფულიც თავზე საყრელად აქვს. "ჩელსი" როცა ფავორიტი იყო არ გააკარეს ლიგის თასს და ვიღაც დი კანიოსთან ერთად კი მოაგებინეს ჩემპიონთა ლიგა. ხომ არ იცის ვინმემ სად არის ახლა ის "ტრიუმფატორი" მწვრთნელი. ყოველთვის არა მაგრამ ყოველ მეორე- მესამე წელს ლიგა მოლოდნელობებითაა გაჯერებული. და საერთოდ როგორც მახსოვს ადრე წერდით რომ გერმანული სააგენტოს აზრით რომელიც იკვლევს და აკვირდება ამ ტურნირის მსვლელობას 250 მილიონი ევროა საჭირო რომ ლიგა მოიგო და ამ მხრივ მგონია რონ "სიტი"ლიდერია ამ ოთხეულში.
........
14 აპრილი 2016 11:30
0
თუ რობენი არ დაბრუნდა არაფერი ფავორიტი ეგენი არაა.
sabonis
14 აპრილი 2016 10:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული