ლუის ენრიკე: მითხრეს, რომ პენალტი იყო, თუმცა...

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მადრიდის "ატლეტიკოსთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 - ნოკაუტი სიმეონესგან [VIDEO]

"მატჩი ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით. არ გამოგვივიდა, მაგრამ ვულოცავთ "ატლეტიკოს" და ყოველივე კარგს ვუსურვებთ.

ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია. ახლა ძალები უნდა მოვიკრიბოთ, წინ ორი ტურნირი და ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს.

არდანიშნული პენალტი მატჩის ბოლოს? ვერ დავინახე ეს ეპიზოდი. მითხრეს, რომ პენალტი იყო, თუმცა ამის მიუხედავად ვულოცავთ "ატლეტიკოს".

მოგვწონს ამ ტურნირში თამაში, მაგრამ წაგება ღირსეულად უნდა მივიღოთ.
ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და იციან, რომ შეუძლებელია მუდმივად გაიმარჯვო", - აქვეყნებს ენრიკეს სიტყვებს Barcastuff.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვინც პენალტს ითხოვს, ფეხბურთში ვერ ერკვევა(სპორტული ჟურნალისტების ჩათვლით). საჯარიმოს ხაზთან(ოდნავ წინ, თუ უკან, მნიშვნელობა არ აქვს) ხელზე მოხვედრილი(მოხვდა, არ უთამაშია) ბურთისათვის არათუ ასეთ უსერიოზულეს, საშუალო ტურნირის რიგით მატჩზეც არცერთი ნორმალური მსაჯი პენალტს არ დადებს. მცველს ბურთი რომ არ მოხვედროდა, არათუ საგოლე, უბრალო საფრთხეც არ ემუქრებოდა "ატლეტიკო"-ს კარს.
მოკლედ, მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არაფრისგან "ბარსელონას" პენალტით საჩუქარი არ გაუკეთა.
ლევანი
16:02 14-04-2016
0
პრინციპული თამაშის მოგება არ შეუძლიაო რომ ამბობ გუნდზე რომელიც მოქმედი ჩემპიონია ლიგის, ესპანეთში ტრიპლეტის მოქმედი მფლობელია და ახლაც პირველია ლალიგაში და დიდი ალბათობი ისევ გაჩემპიონდება. გაფიცებ ამიხსენი რა ლოგიკით მსჯელობ მასე, მართლა ყველას და ყოველთვის ხომ ვერ მოუგებ, ასეთი რამე გაუკეთებია ვინმეს ან მომხდარა ბუნებაში?
777-s
15:20 14-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული