დიეგო სიმეონე: ჩვენ და "ბარსელონა" სხვადასხვა იარაღით ვიბრძოდით

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "ბარსელონასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 - ნოკაუტი სიმეონესგან [VIDEO]

"მიხარია ჩემი ფეხბურთელების გამო, რომლებიც ამ კოლექტივში არიან თავმოყრილნი. მარტო ნახევარფინალში გასვლაზე არ ვლაპარაკობ, ეს უფრო მნიშვნელოვანია. თანამედროვე საზოგადოებაში მცირდება ღირსეული ფასეულობები, ხოლო ჩვენ პატიოსან მშრომელთა გუნდი ვართ. შეგვიძლია წავაგოთ ან მოვიგოთ, მაგრამ ყველაფერს ჩვენი ღირსებით ვაღწევთ.

ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს.

ეს იყო გუნდების მატჩი, რომლებიც სხვადასხვა იარაღით
იბრძვიან. ზოგჯერ გამარჯვება შენ გრჩება - ასე მოხდა დღეს. დაუვიწყარ საღამოს ვატარებთ. ეს უნიკალური მოგონებები იქნება.

ახლა კი მხოლოდ "გრანადასთან" მატჩზე ვფიქრობ.

"მანჩესტერ სიტის" დაუჯერებელი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და ასევე, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. "რეალსა" და "ბაიერნზე" მათი ისტორია მეტყველებს, ისინი დიადი კლუბები არიან.

ხოლო "ატლეტიკოსთვის" ევროპის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა დიდი ამბავია. ახლა შეგვიძლია უფრო მეტს მივაღწიოთ", - თქვა სიმეონემ უეფას ვებგვერდთან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მსოფლიო ფეხბურთის ჩინოვნიკები,ეტყობაბლატერის სსიკვდილს ელოდებიან, მიუხედავად იმისა რომ ის აღარაა ფიფას პრეზიდენტი. მაგას აქვს ნათქვამი სანამ მე ცოცხალი ვარ ვიდეო ჩანაწერი არ დაკანონდებაო. რა გახდა ამ შტერი მსაჯების შეცდომები? ჰოკეში, ჩოგბურთში კალათბურთში ყველგანაა დაკანონებული ეს ვიდეო" პროსმოტრი".ფეხბურთში რატომ არ შეიძლება ვითომ?
დავით 67
15 აპრილი 2016 01:09
0
ბარსელონა არ თამაშობდა... ფეხბურტი იქცა შოუდ
ბურგალ
14 აპრილი 2016 20:59
0
რადგან ბარსამ წააგო ჩაწყობილია უეჩველი არა? კაი რა! დაიჯერეთ რომ დაუმარცხებელი არავინ არ არის.
realisti
14 აპრილი 2016 20:48
0
ფეხბურთი ყარს.უკვე კარგა ხანია.
გეგმა წინასწარ არის განსაზღვრული და მიჰყვებიან ამ გეგმას,გამონაკლისი არც ერთი გუნდი არ არის
kote
14 აპრილი 2016 20:14
0
მეორედ ლიგას არავინ მოაგებინებდა ბარსას.
2კვირის წინ გუნდი დაფრინავდა,ახლა კი უცბად ყველა ფეხბურთელი გადაიღალა.აქ სხვა საქმეა
m
14 აპრილი 2016 20:02
0
რას ერჩით ატლეტიკოს თუ წესების დარღვევებზე მიდგება საქმე არც ბარსას ფეხბურთელები ცეკვავდნენ ბალეტს და არაერთი ფეხბურთელი იყო როგორც გასაფთხილებელი ასევე გასაგდები ნეიმარით დაწყებული და სუარესით დამთავრებული
დადო
14 აპრილი 2016 19:39
0
ატლეტიკო მაგალითია იმის თუ როგორ უნდა იბრძოდეს პატარა გუნდი
shah name
14 აპრილი 2016 18:52
0
არ მიყვარს გუნდები რომლებიც ყველაფერს კადრულობენ მიზნის მისაღწევად ესეთი იყო მაურინიოს ჩელსი და აი ეს ატლეტიკო-ჩემი ნება რომ იყოს ყველა იმ ფეხბურთელს თამაშს დიდი ხნით ავუკრზალავდი....
მერაბი
14 აპრილი 2016 18:11
0
რა პენალტი რის პენალტი?რა გაძევება რის გაძევება?გასაძევებელი თუ იყო ვინმე ეს იყო ინიესტა და მაგის მერე აღარც პენალტი იქნებოდა ატლეტიკოს კარში და აღარც ჯარიმა...მოიგო იმ გუნდმა რომელმაც ითამაშა გულით ,სულით ჟინით
გოჩა123
14 აპრილი 2016 18:03
0
ანუ ბარსამ თუ ჩაწყობილად წააგო, ამშინ რეალი, მანჩესტერი ან ნებისმიერი დიდი კლუბი სულ ჩაწყოობებით აგებს ხოლმე და შესაბამისად ბარსა არაა დიადი გუნდი იმიტო რო წინა წლებში სულ მაგას ჩაუწყობდნენ ხოლმე ასეა? :დ
:D
14 აპრილი 2016 14:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული