ზინედინ ზიდანი: არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ წილისყრაში გვიმართლებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

"არ მინდა, "ხეტაფესთან" მატჩის წინ ბევრი ვილაპარაკო ჩემპიონთა ლიგაზე. საქმე ეხება ევროთასის ნახევარფინალს, სადაც რთული დაპირისპირება გველის.

დადებით მომენტად მივიჩნევ იმას, რომ საპასუხო შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩავატარებთ. "რეალი" საშინაო კედლებში ყოველთვის ფავორიტია. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მუდამ.
ვიცით, რა სირთულეები გველის წინ, მაგრამ ფინალში გასვლა გვინდა.

არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ წილისყრაში გვიმართლებს. ყველამ ვნახეთ, რა ჰქნა "ვოლფსბურგმა"
საკუთარ მოედანზე. ამიტომ გამართლებაზე საუბარი არ მინდა. "რეალი" ლიგაზე მხოლოდ ძლიერებს ხვდებოდა: "რომა", "ვოლფსბურგი", ახლა კი "სიტი", - თქვა ზიდანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული