თუკი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მოგება არავის გამოსდის, "ჩელსიმ" ეს ახალგაზრდულ დონეზე შეძლო - უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში ლონდონურმა გუნდმა 2:1 დაამარცხა "პარი სენ-ჟერმენი".
გამარჯვებულთაგან გოლები მეიტემ და პალმერმა გაიტანეს, მანამდე კი ფრანგები ტომორის გოლის წყალობით იგებდნენ.
შარშანდელ სეზონში "ჩელსის" 19-წლამდელთა გუნდმა ფინალში დონეცკის "შახტარს" აჯობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"