- სიტი-რეალი 0:0 - ანტიფეხბურთი მანჩესტერში [VIDEO]
"რონალდომ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. არ გვინდოდა, მისი ჯანმრთელობით გაგვერისკა. ის დისკომფორტს გრძნობდა. რონალდო საერთო ჯგუფს მალე დაუბრუნდება. იმედი მაქვს, რომ ის საპასუხო შეხვედრაში ითამაშებს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, რონალდო მალე დაბრუნდება.
ბენზემასაც ტრავმა აქვს, რაც ძალიან სამწუხაროა. მას ბოლომდე თამაში სურდა, მაგრამ შესვენებაზე შევცვალეთ. ვნახოთ, რამდენად სერიოზულია ტრავმა.
ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ ისინი მნიშვნელოვანები არიან გუნდისთვის. როცა არ
ფრე კარგი შედეგია. ჩვენ ვიბრძოდით, მატჩი რთული გამოვიდა. მეორე ტაიმში კი უფრო მოვუმატეთ.
მთავარია, რომ კარგ შედეგს მივაღწიეთ. საპასუხო შეხვედრაში შანსები 50/50-ზეა", - თქვა ზიდანმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით