ზინედინ ზიდანი: ფრე კარგი შედეგია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- სიტი-რეალი 0:0 - ანტიფეხბურთი მანჩესტერში [VIDEO]

"რონალდომ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. არ გვინდოდა, მისი ჯანმრთელობით გაგვერისკა. ის დისკომფორტს გრძნობდა. რონალდო საერთო ჯგუფს მალე დაუბრუნდება. იმედი მაქვს, რომ ის საპასუხო შეხვედრაში ითამაშებს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, რონალდო მალე დაბრუნდება.

ბენზემასაც ტრავმა აქვს, რაც ძალიან სამწუხაროა. მას ბოლომდე თამაში სურდა, მაგრამ შესვენებაზე შევცვალეთ. ვნახოთ, რამდენად სერიოზულია ტრავმა.

ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ ისინი მნიშვნელოვანები არიან გუნდისთვის. როცა არ
გვყავს ბენზემა და რონალდო, მათ შეუძლიათ მოედანზე გასვლა და კარგად თამაში. ასეთია ჩვენი გუნდის ფსიქოლოგია.

ფრე კარგი შედეგია. ჩვენ ვიბრძოდით, მატჩი რთული გამოვიდა. მეორე ტაიმში კი უფრო მოვუმატეთ.
მთავარია, რომ კარგ შედეგს მივაღწიეთ. საპასუხო შეხვედრაში შანსები 50/50-ზეა", - თქვა ზიდანმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
au amas kide gaexa sharvali wina matchis analogiurad..etyoba eliavaze yidulibs)))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული