არტურო ვიდალი: "ბაიერნმა" ორივე თამაშში აჯობა "ატლეტიკოს"

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, რომელშიც მისმა გუნდმა მადრიდის "ატლეტიკო" კი დაამარცხა, მაგრამ ტურნირს გამოეთიშა.

3 მაისს, "ალიანს არენაზე" მასპინძლებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, ფინალის საგზური მადრიდელებმა მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "ატლეტიკომ" შინ ანგარიშით 1:0 მოიგო.

"ჩვენ ორივე მატჩში ვაჯობეთ მეტოქეს და მოედანზე ვდომინირებდით. მაგრამ "ატლეტიკომ" ძალიან კარგად და მაქსიმალურად ისარგებლა თავისი მომენტებით და ამიტომაც გავიდა
ფინალში.

დასანანია, რაც მოხდა, მაგრამ ჩვენ კიდევ ვმონაწილეობთ ტურნირებში, სადაც გუნდმა გამარჯვებები უნდა მოიპოვოს და გვინდა, ეს შევძლოთ", - აქვეყნებს ვიდალის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული