- ბაიერნი-ატლეტიკო - 2:1 - გვარდიოლა ნახევარფინალში მეოთხედ გააჩერეს [VIDEO]
"მინდა მივულოცო "ატლეტიკოს". ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, მათ კარგი მატჩი ჩაატარეს, რომლითაც ფეხბურთის მოყვარულებმა ისიამოვნეს.
იმედი მაქვს, რომ ანჩელოტის ყველაფერი გამოუვა "ბაიერნში". კლუბს ძალიან კარგი მომავალი აქვს ასეთი მწვრთნელის ხელში.
ყველაზე ცუდი წაგება მაშინ არის, როცა მატჩის შემდეგ გგონია, რომ ცუდად ითამაშე, მაგრამ დღეს კარგად ვითამაშეთ, თუმცა "ატლეტიკო" დამსახურებულად გავიდა. ისინი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგად
არ მინდა მსაჯებზე საუბარი, მხოოლოდ ფეხბურთი განვიხილოთ.
"ბაიერნში" ყველაფერი მომწონს. ჩვენ გვქონდა მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავსულიყავით.
ყველაფერს ვაკეთებდი გუნდის წარმატებისთვის. "ბაიერნში" ბოლომდე დავიხარჯე. ახლა პრესას შეუძლია, რაც უნდათ ის წერონ და ისაუბრონ.
ჩემთვის პატივია ამ ფეხბურთელებთან მუშაობა, ისინი ფანტასტიკური ბიჭები არიან.
ფინალში ვერ გავედით, ყველა დამწუხრებულია, მაგრამ მომდევნო მატჩებზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია.
იმის გამო გამსჯიან, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ "ბაიერნში" მუშაობით", - თქვა გვარდიოლამ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
არტურა,დუგლასა და კომანი ახალი სისხლი არ არის?! გუნდმა მაგრად ითამაშა,მაგრამ სიმეონეს ისეთი ახალი და მძლავრი ავტობუსი ჰყავს,სახეს ახევს ყველას!