ხოსეპ გვარდიოლა: ახლა პრესას შეუძლია, რაც უნდათ ის წერონ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ (2:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახერვაფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ბაიერნი-ატლეტიკო - 2:1 - გვარდიოლა ნახევარფინალში მეოთხედ გააჩერეს [VIDEO]

"მინდა მივულოცო "ატლეტიკოს". ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, მათ კარგი მატჩი ჩაატარეს, რომლითაც ფეხბურთის მოყვარულებმა ისიამოვნეს.

იმედი მაქვს, რომ ანჩელოტის ყველაფერი გამოუვა "ბაიერნში". კლუბს ძალიან კარგი მომავალი აქვს ასეთი მწვრთნელის ხელში.

ყველაზე ცუდი წაგება მაშინ არის, როცა მატჩის შემდეგ გგონია, რომ ცუდად ითამაშე, მაგრამ დღეს კარგად ვითამაშეთ, თუმცა "ატლეტიკო" დამსახურებულად გავიდა. ისინი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგად
ასპარეზობენ.

არ მინდა მსაჯებზე საუბარი, მხოოლოდ ფეხბურთი განვიხილოთ.

"ბაიერნში" ყველაფერი მომწონს. ჩვენ გვქონდა მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავსულიყავით.

ყველაფერს ვაკეთებდი გუნდის წარმატებისთვის. "ბაიერნში" ბოლომდე დავიხარჯე. ახლა პრესას შეუძლია, რაც უნდათ ის წერონ და ისაუბრონ.

ჩემთვის პატივია ამ ფეხბურთელებთან მუშაობა, ისინი ფანტასტიკური ბიჭები არიან.

ფინალში ვერ გავედით, ყველა დამწუხრებულია, მაგრამ მომდევნო მატჩებზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია.

იმის გამო გამსჯიან, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ "ბაიერნში" მუშაობით", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
საწყალი სიტი ამის ხელში ისედაც რა გუნდია და ეს ხო საერთოდ დედას უტირებს...
effe
10:52 04-05-2016
0
magarixar zalian magari magram gasvlaze araswori shemadgenloba daayena chemiazrit ratqmaunda da isrom robeni zalian magaria kideertxel damtkicda.aryavda da vermoigo.atletikoshi ki griezmani saocrebaa.bravoo
0

სიახლეები პოპულარული