"ატლეტიკოს" მხოლოდ ჰარაკირი გააჩერებს - ბაიერნი-ატლეტიკო მედიაში

AutoSharing Option
დიეგო სიმეონემ კიდევ ერთი გრანდი მოინადირა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა "ატლეტიკო". სიმეონეს გუნდის სტილს მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს და მომხრეც. გუნდი მუდამ ყურადღების ცენტრშია, ეს კი იმიტომ, რომ ყოველთვის სასურველი შედეგი აქვს.

Marca, ესპანეთი
"ატლეტიკო, შენ საოცარი ხარ! "რეალო", გაიმეორე!" - ასეთი მოწოდებით გამოდის ესპანეთის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი, რომელსაც ძალიან სურს, ორი წლის მერე კიდევ გამეორდეს მადრიდული დერბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გასაკვირი არც არაფერია - ასეთი მიღწევით მხოლოდ მადრიდს შეუძლია იამაყოს, "მარკა" კი მადრიდული გაზეთია.

AS, ესპანეთი
"შურისძიება 42 წლის შემდეგ", -
გაზეთი გულისხმობს 1974 წლის ფინალს ჩემპიონთა თასზე, რომელიც "ბაიერნმა" გადათამაშებაში მოუგო "ატლეტიკოს" - 4:0.

Mundo Deportivo, ესპანეთი
"ატლეტიკო" - გუნდი, რომელსაც ყოველთვის სჯერა, რომ ევროპაში საუკეთესო გახდება. და ეს ბიუჯეტის, ვარსკვლავებისა და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით".

Ole, არგენტინა
"საოცარი სიმეონე! ეს იყო ფეხბურთი კბილებში დანით. ტიკი-ტაკას "ატლეტიკომ" მხეცური ლტოლვა დაუპირისპირა. ასეთ გუნდს ვერ გატეხ, თუ თავად არ გაიკეთებს ჰარაკირის".

La Gazzetta Dello Sport, იტალია
"სიმეონე "სან სიროზე" ბრუნდება. დიდი ბრძოლით, სიმეონე მილანურ ფინალშია. ის აგრძელებს გვარდიოლას ესპანურ წყევლას - "რეალი", "ბარსელონა", ახლა "ატლეტიკოც".

L'Equipe, საფრანგეთი
"ბრავო, გრიზმანი".

Kicker, გერმანია
"ბედნიერება რა ახლოს იყო. საინტერესოა, როგორ გააცილებს გერმანია გვარდიოლას - სამი ტიტული, დიახ, ეს კარგია, მაგრამ არავითარი წარმატება საერთაშორისო არენაზე. გამოდის, რომ მისია შეუსრულებელია", - წერს გერმანული გამოცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიმარჯვა ანტიფეხბურთმა
giga
14:00 06-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული