მანუელ პელეგრინი: ამ მატჩებში "რეალმა" ვერ დაამტკიცა, რომ "სიტიზე" ძლიერია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მადრიდის "რეალთან" (0:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- რეალი-სიტი 1:0 - იყო და არა იყო რა... [VIDEO]

"სილვა და ნასრი გვაკლდნენ, ხოლო ტურე ახლახან გამოჯანმრთელდა. ვფიქრობ, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით, როგორც ჩვენ, ისე "რეალიც".

ორივე მხრიდან ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ ნაკლები ფეხბურთი. ორივე შეხვედრა თანაბარი იყო, სადაც მეტი დაცვა იყო, ვიდრე შეტევა.

რა თქმა უნდა, როცა ფინალში არ ხარ, ესე იგი, შანსი ხელიდან გაუშვი. ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, მაგრამ არ მგონია,
რომ ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ.

ცოტა გამართლება გვჭირდებოდა, მაგრამ ფორტუნამ გვერდი აგვიარა. ამ მატჩებში "რეალმა" ვერ დაამტკიცა, რომ "სიტიზე" ძლიერია.

ეს განსაკუთრებული სეზონი იყო. ნახევარფინალამდე მივაღწიეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის. შევეცდებით, მომდევნო ჩემპიონთა ლიგაშიც ვითამაშოთ. ამ გუნდის მიზანი მუდმივად ფინალში თამაში უნდა იყოს", - განაცხადა პელეგრინიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
hooo esukve sainteresoa)))dgesalbat viliarealic atletikos shedegs gaimeorebs da sevilia 90%i gasulia da liga uefaze iqneba espanuri pinalebi...
0
რეალს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს რომ უძლიერესია. ფინალში ვოლსბურგთან და სიტისთან ფაფხურით გადის, მაშინ როცა ატლეტიკომ ბარსელონა და ბაიერნი მოინელა. ცოდვა არ არის გამარჯვება ასეთ გუნდს არ ერგოს, მით უმეტეს 3 წლის წინანდელ მადრიდში გათანაბრებამდე გაწელილ ფინალს თუ გავითვალისწინებთ.
ზვიადი
14:21 05-05-2016
0

სიახლეები პოპულარული