მანუელ პელეგრინი: ამ მატჩებში "რეალმა" ვერ დაამტკიცა, რომ "სიტიზე" ძლიერია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მადრიდის "რეალთან" (0:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- რეალი-სიტი 1:0 - იყო და არა იყო რა... [VIDEO]

"სილვა და ნასრი გვაკლდნენ, ხოლო ტურე ახლახან გამოჯანმრთელდა. ვფიქრობ, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით, როგორც ჩვენ, ისე "რეალიც".

ორივე მხრიდან ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ ნაკლები ფეხბურთი. ორივე შეხვედრა თანაბარი იყო, სადაც მეტი დაცვა იყო, ვიდრე შეტევა.

რა თქმა უნდა, როცა ფინალში არ ხარ, ესე იგი, შანსი ხელიდან გაუშვი. ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, მაგრამ არ მგონია,
რომ ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ.

ცოტა გამართლება გვჭირდებოდა, მაგრამ ფორტუნამ გვერდი აგვიარა. ამ მატჩებში "რეალმა" ვერ დაამტკიცა, რომ "სიტიზე" ძლიერია.

ეს განსაკუთრებული სეზონი იყო. ნახევარფინალამდე მივაღწიეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის. შევეცდებით, მომდევნო ჩემპიონთა ლიგაშიც ვითამაშოთ. ამ გუნდის მიზანი მუდმივად ფინალში თამაში უნდა იყოს", - განაცხადა პელეგრინიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
საცოდაობა არ არის ახლა ბარსელონა სახლში იჯდეს და სიტი ნახევარ-ფინალისთვის იბრძოდეს?! ეს ყველაფერი უეფას იდოტური ახირების ბრალია როცა 1/4 ფინალის დონეზე არ აკეთებს განთესვას! და მერე ხვდებიან ნახევარფინალში ისეთი სუსტი გუნდები როგორც სიტია; ხოლო ერთი ფინალისტი ფინალში ისე ხვდება რომ მსოფლიოს სამი საუკეთესო კლუბიდან ორს სჯაბნის ღირსეულ ბრძოლაში; ხოლო მეორე, ამავე გზაზე უბადრუკ ვოლსბურგს და სიტის ძლივს უგებს...
ბიკენტი
11:18 05-05-2016
0
ვაფშე რა გინდა ფეხბურთი შე ყოვლად უნიჭო კაცო...ერთი შეტევა და დარტყმა არ შეგისრულებიათ და რომელ სიძლიერეზე საუბრობ....იმედია მომავალ სეზონიდან თქვენი დუხი აღარ იქნება ლიგაზე და საერთოდ...მაგრამ გვარდიოლას გამო შეიძლება კიდე....
zura88
11:20 05-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული