ზინედინ ზიდანი: ამაზე ვოცნებობდი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ატლეტიკოსთან" (1:1, პენ. 5:3) ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

"ფიზიკურად იოლი ნამდვილად არ იყო და ეს ნორმალურია. ეს ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხია, მაგრამ ამას უნდა გუმკლავდე. ბოლოს და ბოლოს უნდა იბრძოლო და ზუსტად ამას ვაკეთებდით. როცა მსგავს რამეს იგებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის და სამვრთნელო შტაბისთვის.

ამაზე ვოცნებობდი. როცა კლუბის პრეზიდენტმა მომცა ასეთი შანსი, ასეთი გუნდით, ასეთი კალიბრის ფეხბურთელებით, ნიჭიერი მოთამაშეებით, გამიჩნ
და შესაძლებლობა რამე სერიოზულისთვის მიმეღწია და ეს გავაკეთეთ.

ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ცხოვრება უკვე დიდი ხანია ამ დიად კლუბთან არის დაკავშირებული - ჯერ როგორც ფეხბურთელის, შემდეგ როგორც მწვრთნელის ასისტენტის და ახლა უკვე როგორც მთავარი მწვრთნელის.

ვამაყობ, რომ ამ შესანიშნავ ოჯახში ვარ.

პენალტების სერია ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ ყველაფერი შეიძლებოდა სხვანაირად დამთავრებულიყო.

ვულოცავ "ატლეტიკოს" და სიმეონეს. ის დიდებული მწვრთნელია და ამიტომ ძალიან მიხარია ეს გამარჯვება.

ანჩელოტი მეუბნებოდა: "ჩემპიონთა ლიგის მოგებას მწვრთნელის რანგში არაფერი აქვს საერთო ფეხბურთელის რანგში მოგებასთან".

კრიშტიანო ტრავმირებული არ იყო. ის ჩვენთან ერთად იყო და გამარჯვება მოგვიტანა. მას ყველაფერი რიგზე აქვს, ის იბრძოდა, ბევრს დარბოდა და უამრავი სასარგებლო რამე გააკეთა. ის ყოველთვის ეხმარება თანაგუნდელებს", - თქვა ზიდანმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ზიზუ! ეს არის ალბათ ფეხბურთელის ეტალონი, ბრავო ზიდანი! პირველად გამიხარდა რეალის მოგება. ეს მატერაცის, მაგ არაკაცს.
ააა
12:27 30-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული