8 ჯგუფად დაყოფილი 32 გუნდი 13 სექტემბრიდან ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის ახალ აღმართს აუყვება...
პლეი ოფებიდან კი რამდენიმე მნიშვნელოვან წყვილს გამოვყოფთ და წინასამატჩო ამბებზე ვისაუბრებთ. დღევანდელი თამაშებიდან "სტიაუა"-"მანჩესტერ სიტის" გამოვარჩევთ...
"მანჩესტერ სიტი" ბუქარესტში "სტიაუას" სტუმრობს და, რა თქმა უნდა, წყვილის უპირობო ფავორიტია. რუმინულ გრანდს შინაური პირველობის სტარტზე ჯერჯერობით 100-პროცენტიანი შედეგი აქვს - 3 მატჩი, 3 მოგება. ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე
ამდენად, პეპ გვარდიოლას გუნდს იოლი მატჩები არ ელოდება. მისთვის ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია "სტიაუას" ბარიერის გავლა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა. პეპმა იცის, რომ აქ პრაგმატიზმია საჭირო და რისკის დრო არ არის...
"სიტიმ" არცთუ შთამბეჭდავად დაიწყო პრემიერლიგა. მართალია, პირველი 3 ქულა უკვე ყულაბაშია, მაგრამ გვარდიოლას გუნდმა ძალიან იწვალა და გამარჯვებას მხოლოდ მეტოქე მცველის მიერ ბოლო წუთებში გატანილი ავტოგოლით მიაღწია...
ამასობაში, პეპი ცდილობს, "სიტიში" თავისი წესრიგი დაამყაროს და ყველას აჩვენოს, რომ შეუძლია, თითქოს უეჭველი რეპუტაციის მქონე ჯო ჰარტიც კი სკამზე დასვას.
საინტერესო ამბები ხდება იაია ტურეს თავსაც. გვარდიოლამ ის რუმინეთში არ წაიყვანა. ცხადია, პირველ რიგში გაჩნდა ეჭვი ტრავმაზე, მით უმეტეს, კოტდივუარელი არც "სანდერლენდთან" მატჩის განაცხადში ყოფილა. არადა, "სიტის" სამზარეულოში კარგად ჩახედულმა წყარომ "დეილი მეილს" გაუმხილა, რომ ტურე სრულიად ჯანმრთელია...
მაშ, რაშია საქმე?! 33 წლის აფრიკელს კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება. ის კვირაში 250 000 ათას ფუნტს იღებს და ჩანს, "სიტის" აღარ უღირს წამსვლელ კაცს, თან უკვე ასაკში მყოფს, ამხელა ხელფასი უხადოს. ეტყობა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ტურეს ტრანსფერზე დააყენებენ...
ისე, შეხსენებისთვის - სწორედ გვარდიოლა იყო, 2011 წელს "ბარსელონადან" "სიტიში" ტურეს ტრანსფერს (24 მილიონ ფუნტად) მწვანე შუქი რომ აუნთო...
რაც შეეხება ჯო ჰარტს, იაიასგან განსხვავებით, ის გუნდთან ერთადაა, მაგრამ დადგება თუ არა დღეს კარში, ეს გვარდიოლას გარდა არავინ იცის. დიდი ალბათობით, პეპი ისევ ვილი კაბალიეროზე გააკეთებს აქცენტს.
"სიტის" ტრავმირებული ჰყავს ახალწვეული ილქაი გიუნდოგანი, რომელიც დაახლოებით კიდევ ერთ თვეს დაისვენებს, და დაცვის ლიდერი - ვენსან კომპანი.
"ქალაქელებს" პლეი ოფებში რუმინული კლუბის ძლევის გამოცდილება უკვე აქვთ, ოღონდ ის იყო ევროპალიგაში (2010/11 წლების სეზონი), როცა "ტიმიშოარა" ჩამოიშორეს - საერთო ანგარიშით 3:0.
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები
16 აგვისტო
აიაქსი (ჰოლანდია)-როსტოვი (რუსეთი) 22:45
დინამო (ხორვატია)-ზალცბურგი (ავსტრია) 22:45
კოპენჰაგენი (დანია)-აპოელ (კვიპროსი) 22:45
სტიაუა (რუმინეთი)-მანჩესტერ სიტი (ინგლისი) 22:45
იანგ ბოიზი (შვეიცარია)-გლადბახი (გერმანია) 22:45
17 აგვისტო
სელტიკი (შოტლანდია)-ბეერ შევა (ისრაელი) 22:45
დანდალკი (ირლანდია)-ლეგია (პოლონეთი) 22:45
პორტუ (პორტუგალია)-რომა (იტალია) 22:45
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-პლზენი (ჩეხეთი) 22:45
ვილიარეალი (ესპანეთი)-მონაკო (საფრანგეთი) 22:45
გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"