კარლო ანჩელოტის გუნდი ასოციაციის თასიდან გავარდა და საქმეები კარგად არც ინგლისის ჩემპიონატშიც მისდის. ლონდონური კლუბი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ "მანჩესტერს"
ყოველ შემთხვევაში, კარლიტოს გუნდმა მინიმუმ "კოპენჰაგენის" ბარიერი მაინც უნდა დაძლიოს, თუ არა "ჩელსიდან" მართლა გაუშვებენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის სპეციალისტად მიიჩნევა. ალბათ ამიტომ არ აგდებენ დღემდე - თავისი ნებით გადადგომა კი იტალიელმა სპეციალისტმა კატეგორიულად გამორიცხა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "ჩელსი" კრიზისშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, "არისტოკრატები" "კოპენჰაგენთან" დუელში უპირობო ფავორიტებად მიიჩნევიან.
"ჩელსის" ქომაგებმა შვებით ამოისუნთქეს: ფერნანდო ტორესის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მას მოედანზე გასვლა შეუძლია. სხვა საქმეა ის, რომ "ლივერპულიდან" ნაყიდი მსოფლიოს ჩემპიონი რბილად რომ ვთქვათ, ცუდ ფორმაშია. იგივე მდგომარეობაშია დიდიე დროგბაც და ანჩელოტი დღეს ალბათ მაინც ისევ ტორესს ენდობა, კოტ დ"ივუარელს კი სკამზე დასვამს.
"კოპენჰაგენის" ფორმაზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ გუნდმა ბოლო ოფიციალური თამაში 2010 წლის 7 დეკემბერს ჩაატარა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "პანათინაიკოსთან" (3:1).
ანჩელოტი შეგირდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს: "კოპენჰაგენს" საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს. დანიელები ორგანიზებულ და დინამიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ."
სავარაუდო შემადგენლობები
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იორგენსენი, ანტონსონი, ვენდტი, პოსპეხი - კლაუდემირი, ბოლანოსი, კვისტი, ვინგაარდი - გრონკიაერი, ნ"დოიე.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - ესიენი, მიკელი, ლემპარდი - ანელკა, ტორესი, მალუდა.
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)