ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ცნობილია

AutoSharing Option
გუშინ მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 კლუბი 8 ჯგუფში განაწილდა.

ლიგის გამარჯვებულს სხვებთან ერთად, წილად დორტმუნდის "ბორუსია" ერგო, ხოლო მის უპირველეს კონკურენტ "ბარსელონას" საკმაოდ მძიმე ჯგუფი შეხვდა, ეს შეიძლება ითქვას ლიგის ფინალისტ "ატლეტიკოს" ჯგუფზეც...

პირველ რიგში გთავაზობთ წილისყრის შედეგებს.
A ჯგუფი: პსჟ, არსენალი, ბაზელი, ლუდოგორეცი
B ჯგუფი: ბენფიკა, ნაპოლი, დინამო კ, ბეშიქთაში
C ჯგუფი: ბარსელონა, სიტი, გლადბახი, სელტიკი
D ჯგუფი: ბაიერნი, ატლეტიკო, პსვ, როსტოვი
E ჯგუფი: ცსკა, ლევერკუზენი, ტოტენჰემი, მონაკო
F ჯგუფი: რეალი, დორტმუნდი,
სპორტინგი, ლეგია
G ჯგუფი: ლესტერი, პორტუ, ბრიუგე, კოპენჰაგენი
H ჯგუფი: იუვენტუსი, სევილია, ლიონი, დინამო ზ.

როგორც ხედავთ, ზოგიერთ ჯგუფში ძალზე სერიოზული შემადგენლობაა, როგორც C-ში, მაგრამ არის შედარებით სუსტი ჯგუფიც, მაგალითად, G. "რეალი" და "დორტმუნდი" უკვე ჩვეული წყვილია - 2013 წელს "დორტმუნდმა" ნახევარფინალში უშანსოდ დაამარცხა "სამეფო კლუბი", მომდევნო წელს კი "რეალმა" შური მეოთხედფინალში იძია. ახლა ისინი ჯგუფურ ეტაპზე შეეჯიბრებიან.

"ჩვენი ჯგუფი რამდენადაც რთულია, იმდენად საინტერესო ჩანს. "რეალთან" მატჩები "დორტმუნდისთვის" კლასიკად ჩამოყალიბდა. ჩვენ ერთი სული გვაქვს, როდის დავუპირისპირდებით ლიგის მომქედ ჩემპიონებს", - ეს სიტყვები "დორმტუნდის" მამაც თავკაც თომას ტუხელს ეკუთვნის.

სხვათა შორის, "რეალის" კიდევ ერთი მეტოქე ლისაბონის "სპორტინგია", კრიშტიანო რონალდოს ყოფილი გუნდი.

"ბაიერნს" 1974 წლის ფინალის რემატჩი იქნება "ატლეტიკოსთან" D-ში, სადაც ასევე არიან "ეინდჰოვენი" და დებიუტანტი "როსტოვი". "ბაიერნის" ახალწვეულ მატს ჰუმელსს ჯგუფი თავისებურად უხარია, სამ ისეთ კლუბს შევხვდით, რომლებთანაც არ მითამაშიაო. "სიკვდილის ჯგუფში" ხოსეპ გვარდიოლას "სიტი" პეპის მშობლიურ "ბარსელონას" გადაეყარა.

აქ არიან ამბიციური "გლადბახი" და ტრადიციული "სელტიკი". სამაგიეროდ, გაუმართლა ინგლისის ჩემპიონსა და ლიგის დებიუტანტ "ლესტერს", რომლის უმთავრესი კონკურენტი თასის ორგზის მფლობელი "პორტუ" იქნება. ევროპალიგის გამარჯვებულ "სევილიას" "იუვენტუსთან" რანდევუ ელის, აქ არის აგრეთვე "ლიონი" და თბილისის "დინამოს" დამმარცხებელი ზაგრების "დინამო".

ლიგის ჯგუფური ეტაპი 13-14 სექტემბერს დაიწყება და 6-7 დეკემბერს დასრულდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამჯერად, უელსში, კარდიფის "მილენიუმზე" გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამო კ - უკრაინაა
0
2 კი არა 3 რუსული გუნდია დინამო კ ცსკ და როსტოვი. 3 გუნდი იტალიას არ ყავს და რუსებს ყავთ. სირცხვილი
nika
14:34 26-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული