D ჯგუფი: რუსთა რბევა "ალიანც არენაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენში რაც მოხდებოდა ალბათ ისეთივე ადვილი მისახვედრი იყო "როსტოვული პრეფერანსის" თამაშის დროს "მიზერის" კარტი რომ მოუვა მოთამაშეს და ყველაფერი ნათელია ხოლმე. რუსული კლუბის შანსი მიზერულიც არ გახლდათ.

თუმცა როსტოველები პირველ გაშვებულ გოლამდე კი უძალიანდებონენ მეტოქეს, პირველი კი მათ ცოტა საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტით გაუშვეს. ამის მერე, გერმანელებმა ააყოლეს და პრეფერანსს თუ დავუბრუნდებით, "მატარებელი" გაუკეთეს მეტოქეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გაცილებით რთულად იყო ყველაფერი "ფილიპს არენაზე". მარტინ ატკინსონს სამსაჯოდ ძალიან მძიმე შეხვედრა შეხვდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ეინდჰოვენელები მათმა კაპიტანმა ლუკ დე იონგმა
დააწინაურა, მაგრამ გოლი გაუქმდა, აქაოდა პასის მომენტში ჯარიმა იყოო, რაც გვარიანად საკამათო გახლდათ.

მერე საული შეხტა და შეიკუნტრუშა ჰაერში და ეფექტურად შეაგდო, აქ უკვე მასპინძლებს ჰქონდათ პრეტენზია ჯარიმაზე, მაგრამ გოლი ჩაითვალა.

ამას მადრიდელთა კარში დანიშნული აბსურდული პენალტი მოჰყვა, რომელიც გუარდადომ კარგად დაარტყა, ოღონდ იან ობლაკმა კიდევ უკეთ ითამაშა და მოიგერია. შემდეგ პსვ კიდევ ერთ პენალტს ითხოვდა, თითქოსდა ხელით თამაშის მოტივით, მაგრამ საბოლოოდ "ათლეტებმა" 3 ქულა კბილებით დაიცვეს და "გაათრიეს", ისე როგორც "ჩოლოს" გუნდს ეგების.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბაიერნი-როსტოვი 5:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (28), 2:0 მიულერი (45+2), 3:0 კიმიხი (53), 4:0 კიმიხი (60), 5:0 ბერნატი (90)
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი (51. ბერნატი), ალაბა - კიმიხი, ვიდალი, ალკანტარა (71. რენატო სანჩესი) - დუგლას კოსტა (64. რიბერი), მიულერი, ლევანდოვსკი
როსტოვი (4-3-2): ჯანაევი - ტერენტიევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კალაჩევი - ნობოა, გაცკანი, იეროხინი - აზმუნი (64. პრეპელიცა), პოლოზი (46. მ. დუმბია)
გაფრთხილება: -
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 19-5 (8-2); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 70 000

პსვ-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 საული (43)
პსვ (4-4-2): ზუტი - ბრენეტი, ისიმატ-მირენი, მორენო, ვილემსი - პროპერი, ჰენდრიქსი (67. რამსელარი), შვააბი (80. პერეირო), გუარდადო - ნარსინგი (80. ბერგვინი), დე იონგი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი - გაბი, კოკე, საული (77. ფ. ტორესი), გაიტანი (61. ტიაგო) - გრიზმანი, გამეირო (65. ფერეირა კარასკო)
შენიშვნა: გუარდადომ ვერ გაიტანა პენალტი (45+2)
გაფრთხილება: მორენო, დე იონგი - გაბი, ხიმენესი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 6-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12-16 (4-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 33 989

მომდევნო ტური
28 სექტემბერი:
ატლეტიკო-ბაიერნი, როსტოვი-პსვ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ორთქლმავალია" სწორი - паравоз :)
მიჩინიო
07:30 14-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული