"მარსელს" სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: დიდი ხნის ტრავმირებული სესარ ასპილიკუეტას და გუნდის ლიდერის, ანდრე-პიერ ჟინიაკის არყოფნა "ოლიმპიკისთვის"
"მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი კი ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრებში უმეტესად 4-5-1 ტაქტიკურ სქემას ირჩევს ხოლმე და აქცენს ნახევარდაცვაზე აკეთებს. დიდი შანსია, რომ "იუნაიტედმა" "ველოდრომზეც" ასეთი სქემით იასპარეზოს. თუ ასე მოხდა, მაშინ დიმიტარ ბერბატოვი აუცილებლად სათადარიგოთა სკამზე დაჯდება და "მანჩესტერი" მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდით (უეინ რუნი) ითამაშებს. ფერგის ანტონიო ვალენსია კი გამოუჯანმრთელდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ არ არის ისეთ ფორმაში, რომ სერ ალექსმა დღეს სასტარტოში ათამაშოს. დიდი კითვის ნიშნის ქვეშაა დაცვის ბურჯ რიო ფერდინანდის თამაშიც, რომელსაც კრის სმოლინგი შეცვლის.
გაგახსენებთ, რომ "მარსელმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ასპარეზობა ძალიან ცუდად დაიწყო - ჯგუფში პირველი ორი თამაში წააგო და მერვედფინალის მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ დეშამის შეგირდებმა მერე ძალიან მოინდომეს და დარჩენილი ოთხი მატჩიდან ოთხივე მოიგეს - თანაც, იმ ოთხ თამაშში არცერთი გოლი არ გაუშვიათ (ბურთების შეფარდება: 12:0). "ოლიმპიკი" საფრანგეთის ჩემპიონატშიც საკმაოდ კარგად გამოიყურება: დეშამის შეგირდებმა ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგეს. ამ უქმეებზე კი "მარსელმა" "სენტ ეტიენი" 2:1 დაამარცხა.
"მანჩესტერი" საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია. შესაბამისად, თუ მეოთხედფინალში გასვლა გვინდა, "იუნაიტედს" "ველოდრომზე" აუცილებლად უნდა მოვუგოთ, რადგან "ოლდ ტრეფორდზე" წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან და იმედი მაქვს, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ," - განაცხადა დეშამმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე.
"მანჩესტერმა" ჯგუფურ ეტაპზე გაცილებით შთამბეჭდავად იასპარეზა: ფერგის ბიჭებმა 6 თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს და არცერთხელ არ დამარცხებულან. პრემიერლიგაში ფერგიუსონის გუნდს მხოლოდ ერთი წაგება აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.
"მარსელი" და "მანჩესტერი" აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ - 1999/2000 წლების სეზონში ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ. "იუნაიტედი" მაშინ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო. "ველოდრომზე" "მარსელმა" ვილიამ გალასის გოლით 1:0 მოიგო, "ოლდ ტრეფორდზე" კი მანკუნიანელებმა გაიმარჯვეს (2:1, გოლები: კოული, სქოულზი - ბაკაიოკო).
"დიდიე დეშამმა "მარსელში" საკმაოდ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და ამ სპეციალისტს ძალიან ვაფასებ. "ოლიპმიკისა" და "ჩელსის" თამაში რამდენჯერმე ვნახე და დავრწმუნდი, რომ "მარსელი" ძალიან სერიოზული მეტოქეა. თუმცა თუ ჩვენ ჩვენებურად ვითამაშებთ, მეოთხედფინალში აუცილებლად გავალთ," - ეს ფერგიუსონის სიტყვებია.
სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ტაივო, მბია, დიავარა, ჰაინცე - ე. სისე, ლუჩო გონსალესი, შეირუ - აიევი, ბრანდაო, ვალბუენა.
მანჩესტერი (4-2-3-1): ვან დერ სარი - რაფაელ და სილვა, ვიდიჩი, სმოლინგი, ევრა - ქერიკი, ფლეტჩერი - ნანი, სქოულზი, გიგზი - რუნი.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)