ლუის ენრიკე: ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "სელტიკთან" (7:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან ის ყველგან თამაშობს და საუკეთესო იქნება ნებისმიერ პოზიციაზე.

მას სრული თავისუფლება აქვს მოედანზე. ჩემი მხრიდან სისულელე იქნება, არ გამოვიყენო ფეხბურთელის შესაძლებლობები, რომელსაც 40 მეტრიდან პარტნიორზე ზუსტი პასის გაკეთება შეუძლია.

ფეხბურთელებმა მოედანზე სიამოვნება მიიღეს, ხოლო ტრიბუნებზე გულშემატკივრებმა. შესანიშნავი საღამოა.

დარწმუნებულები ვიყავით, რომ მატჩი სუარესის გოლებით დასრულდებოდა.

მას ნდობის უსაზღვრო კრედიტი აქვს და მან ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ინიესტა
უნიკალური ფეხბურთელია. მას გამორჩეული ფიზიკური მონაცემები აქვს, მაგრამ ოსტატობისა და ინტელექტის ხარჯზე ის სხვებზე მაღლა დგას.

"სელტიკი" მხოლოდ ერთხელ შემოვიდა ჩვენს საჯარიმოში და უმალვე პენალტი მოიპოვა. ასეთ მატჩებში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ", - ლუის ენრიკე.

- ლიონელ მესი ჰეთ-თრიქების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგაში პირველია
- C ჯგუფი: "ბარსას" "ქერები" და საბრალო "სელტიკი" [VIDEO]

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული