ლიონელ მესი ჰეთ-თრიქების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგაში პირველია

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში რეკორდი დაამყარა.

მესიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "სელტიკის" კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაში შესრულებული ჰეთ-თრიქების რაოდენობა ექვსამდე აიყვანა.

არგენტინელმა მე-3, 27-ე და მე-60 წუთებზე გაიტანა.

ჰეთ თრიქების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგაში მესიმ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს გადაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

აქამდე მესიმ ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა: ლონდონის "არსენალთან" (4:1, 2010), "პლზენთან" (4:0, 2011), "ლევერკუზენთან" (7:1, 2012), "აიაქსთან" (4:0, 2013) და აპოელ-თან (4:0, 2014).

- C ჯგუფი: "ბარსას" "ქერები" და
საბრალო "სელტიკი" [VIDEO]


მომზადებულია opta-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული