უკრაინა ისტორიაში პირველად ევროთასების ფინალურ მატჩს უმასპინძლებს

AutoSharing Option
გუშინ ათენში უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალის მასპინძლის საკითხი. ფინალს კიევის "ოლიმპიური" სტადიონი უმასპინძლებს.

უკრაინა ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ევროთასების ფინალურ მატჩს. ეს სტადიონი დიდ მატჩებს მოკლებული ნამდვილად არ ყოფილა - 1975 წელს აქ გაიმართა ევოპის სუპერთასის საპასუხო მატჩი, აქ ჩატარდა 1980 წლის ოლიმპიადის მატჩები და ევრო 2012-ის ხუთი თამაში, მათ შორის ფინალი.

კიევური ფინალი 2018 წლის 26 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მანამდე, მიმდინარე სეზონის ფინალს უელსური კარდიფი უმასპინძლებს. "მილენიუმზე" ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარი დაპირისპირება
2017 წლის 3 ივნისს გაიმართება.

"ამ გადაწყვეტილებით უეფამ მხარი დაუჭირა უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის, დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში", - განაცხადა უკრაინული ფეხბურთის გახარებულმა ბოსმა, გრიგორი სურკისმა.

"ოლიმპიური" ამჟამად 68 ათას ადამიანს იტევს. ის მასპინძლობს კიევის "დინამოს" მნიშვნელოვან თამაშებს, ასევე უკრაინის ნაკრების მატჩებს.

სტადიონი 1923 წელს გაიხსნა, მას მერე მას რეკონსტრუქცია 5-ჯერ ჩაუტარდა. ბოლოს ეს 2011 წელს მოხდა, როცა არენა ევრო 2012-ისთვის მომზადდა.

ამასთან, ათენში გაირკვა, რომ 2018 წლის უეფას სუპერთასს ესტონეთი უმასპინძლებს. მატჩი 2018 წლის 14 აგვისტოს ტალინის "ლილეკიულაზე" გაიმართება, რომელიც ამჟამად მხოლოდ 10 ათას ადამიანს იტევს, მაგრამ 2018 წლისთვის გაფართოვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფინალის სახეობა სტატიის დასაწყისში წერია.ასე,რომ არაფერი არ არის გაუგებარი.
სპარტაკი
16:41 12-10-2016
0
მართლა რა! რა ფინალია, არ უნდა დაწერო?! უნდა მიხვდე,რომ 26 მაისს თუა ,მაშინ ჩემპიონთა ლიგაა. მადლობა!
MARADONA
12:50 28-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული