* 22 მატჩია მადრიდის "რეალი" არ დამარცხებულა, მაშინ, როცა "ლეგიამ" ბოლო 7 მატჩიდან 5 დათმო.
* დღევანდელ მატჩებს მხოლოდ "ლესტერ სიტი" ხვდება უდანაკარგოდ (6 ქულა).
* "ლესტერი" 6 ქულით ლიდერია, მაგრამ "კოპენჰაგენს" უკვე 23 თამაშია არ წაუგია.
* "ლიონმა" თავის ახალ სტადიონზე 15-დან მხოლოდ ერთი მატჩი დათმო, ხოლო "იუვენტუსმა" ბოლო 5 მატჩი ისე მოიგო, მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.
სანაკრებო მატჩებიდან შინაურ პირველობამდე, შინაური პირველობებიდან
E ჯგუფში ცენტრალური მატჩი ლევერკუზენში გაიმართება, სადაც "ბაიერი" "ტოტენჰემს" მასპინძლობს. ეს მატჩი ბევრს ნიშნავს ფორმაში შესული ჰონ-მინ სონისთვის. კორეელი ფორვარდი ხომ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. "ლევერკუზენს" შინ 10 მატჩია არ წაუგია, ბოლოს ეს მარტში მოხდა, ხოლო "ტოტენჰემმა" ბოლო 21 მატჩში ერთი გოლი მაინც გაიტანა. სონმა ტრავმირებული ჰარი კეინის მოვალეობა უნდა იტვირთოს.
როჯერ შმიდტი (ლევერკუზენი): "ტოტენჰემი" დიდებულად თამაშობს და ჩემი აზრით, ამ სეზონშიც იბრძოლებს პრემიერლიგის ტიტულისათვის. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო სონის მწვრთნელობა. მას თავიდან გაუჭირდა "ტოტენჰემში", მაგრამ ახლა უკვე სრულად ავლენს თავის დიდ პოტენციალს. და მე იმედი მაქვს, რომ ის ასევე გააგრძელებს, ოღონდ, ხვალინდელი მატჩის გამოტოვებით".
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაში სამი ქულის აღება, თუკი ჯგუფიდან გასვლა გვსურს. აქაც კარგად უნდა ვითამაშოთ და ორ კვირაში "უემბლიზეც". ძალიან მომწონს "ლევერკუზენის" მწვრთნელის ხედვები და მათი თამაშის სტილი. კარგია, რომ ხვალ ორი შემტევი გუნდი ხვდება ერთმანეთს, ლამაზი თამაში გველის".
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ცსკა ლიდერ "მონაკოს" მასპინძლობს.
* * *
F ჯგუფში "სამეფო კლუბი" ვარშავის "ლეგიას" მასპინძლობს, რომლის განაცხადში (სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე) იქნება ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი. ზინედინ ზიდანის გუნდმა ახლახან 6:1 მოუგო სტუმრად "ლეგიაზე" უფრო ძლიერ "ბეტისს" და საერთოდაც, "სამეფო კლუბს" ზედიზედ 22 თამაშია არ წაუგია, მაშინ, როცა "ლეგია" აშკარა კრიზისშია. მოკლედ, ძალთა სხვაობა აშკარაა.
ზინედინ ზიდანი (რეალი): "ჩემთვის ეს მატჩიც თანაბარია. უნდა კარგად მოვემზადოთ, საქმეზე კონცენტრირებულნი ვიყოთ, რომ მეტოქეს პირველიდან ბოლო წუთამდე გავურთულოთ საქმე. როცა ყველაფერს კარგად ვაკეთებთ, ისეთ შედეგს ვიღებთ, როგორც ეს "ბეტისთან" მატჩში იყო".
იაცეკ მაგიერა (ლეგია): "ყველა ფეხბურთელს არ ეძლევა შანსი ამ სტადიონზე თამაშის, ბევრისთვის ეს ოცნება ოცნებად რჩება. მოხარული ვარ, რომ ჩვენ "რეალს" ვეთამაშებით და ყველა ნახავს პოლონურ ფეხბურთს. უნდა დავამტკიცოთ, რომ პოლონურ გუნდსაც შეუძლია კარგად თამაში ჩემპიონთა ლიგაზე".
* * *
სხვა შეხვედრებიდან აღვნიშნავთ "ლიონისა" და "იუვენტუსის", აგრეთვე ლისაბონის "სპორტინგისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირებებს. სამშაბათი. 18 ოქტომბერი
E ჯგუფი
ცსკა-მონაკო 22:45
დისკვალიფიკაცია: ერემენკო (ცსკა)
ტრავმა: ცაუნია, ძაგოევი, პომაზუნი, აკინფეევი (?) - ა. ტურე, ფალკაო, დირარი
სავარაუდო შემადგენლობა
ცსკა (4-5-1): აკინფეევი - მ. ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - ვერნბლომი, ნათხო, ტოშიჩი, გოლოვინი, მილანოვი - ტრაორე
მონაკო (): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ბენედინი - ბაკაიოკო, ფაბინიო - ბ. სილვა, ჟ. მოუტინიო, ლემარი - ჟერმენი
მსაჯი: მარტინ სტრიომბერგსონი (შვედეთი)
ლევერკუზენი-ტოტენჰემი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იურჩენკო, ბელარაბი, პოჰიანპალო, ბენდერი (?) - ალდერვეირელდი, კეინი
სავარაუდო შემადგენლობა
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი, თა, თოფრაქი, ვენდელი - არანგისი, კამპლი - ბრანდტი, ფოლანდი, ჩალჰანოღლუ - ხ. ერნანდესი
ტოტენჰემი (4-1-4-1): ლორისი - უოკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - ვანიამა - დემბელე, ერიქსენი, ალი, ლამელა - სონი
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. მონაკო 2 1 1 0 3-2 4
2. ტოტენჰემი 2 1 0 1 2-2 3
3. ლევერკუზენი 2 0 2 0 3-3 2
4. ცსკა 2 0 1 1 2-3 1
F ჯგუფი
სპორტინგი-დორტმუნდი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრე სილვა, ჟეფერსონი, პეტროვიჩი, ბრუნო, სემედო (?) - შმელცერი, როისი, შიურლე, გერეირო, დურმი, ბენდერი, კასტრო, პაპასტატოპულოსი (?)
სავარაუდო შემადგენლობა
სპორტინგი (4-5-1): პატრისიო - ჟ. პერეირა, კოატესი, სემედო, ზეეგელაარი - ვ. კარვალიო, ელიაში, ბრუნო სეზარი, ჟელსონი, ბ. რუისი - დოსტი
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, ბარტრა, გინტერი, პასლაკი - ვაიგლი - პულიშიჩი, გიოტცე, კაგავა, დემბელე - ობამეიანგი
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
რეალი-ლეგია 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რამოსი, მოდრიჩი, კაზემირო, კოენტრაო - პაზდანი (?)
სავარაუდო შემადგენლობა
რეალი (4-3-3): ნავასი - დანილო, პეპე, ვარანი, ნაჩო - კოვაჩიჩი, კროოსი, ხ. როდრიგესი - ბეილი, მორატა, რონალდო
ლეგია (4-5-1): მალარჟი - ბერეჟინსკი, ჩერვინსკი, რჟეჟნიჩაკი, ჰლუშეკი - რადოვიჩი, მულინი, იოდლოვიეცი, ოჯიჯა, გილერმე - ნიკოლიჩი
მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 2 1 1 0 8-2 4
2. რეალი 2 1 1 0 4-3 4
3. სპორტინგი 2 1 0 1 3-2 3
4. ლეგია 2 0 0 2 0-8 0
G ჯგუფი
ბრიუგე-პორტუ 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაფაელოვი, ენგელსი, ისკიერდო, დე ბოკი, მეშელი, ბრუზესი, დიაბი (?) -
სავარაუდო შემადგენლობა
ბრიუგე (4-2-3-1): ბუტელი - ვან რეინი, პულაინი, დენსვილი, კულსი - კლაუდემირი, სიმონსი - ვანაკენი, ვორმერი, გედოზი - ფოსენი
პორტუ (4-5-1): კასილიასი - ლაიუნი, ფელიპე, მარკანო, ტელესი - დანილო, ერერა, ოტავიო, ოლივერი, დიოგო ჟოტა - ანდრე სილვა
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)
ლესტერი-კოპენჰაგენი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მენდი - ამანკვაა, ბოილესენი
სავარაუდო შემადგენლობა
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, ამარტი, ოლბრაიტონი - სლიმანი, ვარდი
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, იროგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - ვერბიჩი, დელეინი, კვისტი, ტუტუ - სანტანდერი, კორნელიუსი
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 2 2 0 0 4-0 6
2. კოპენჰაგენი 2 1 1 0 5-1 4
3. პორტუ 2 0 1 1 1-2 1
4. ბრიუგე 2 0 0 2 0-7 0
H ჯგუფი
დინამო-სევილია 22:45
დისკვალიფიკაცია: ლოვრენი (დინამო)
ტრავმა: სანტოსი - ტრემულინა, ფერნანდესი, კარიშო
სავარაუდო შემადგენლობა
დინამო ზ. (4-5-1): ლივაკოვიჩი - სტოიანოვიჩი, სიგალი, შილდენფელდი, პივარიჩი - მაშადო, ჟონასი, სუდანი, ანტოლიჩი, ფერნანდესი - ენრიკესი
სევილია (4-3-3): ს. რიკო - მარიანო, რამი, მერკადო, ესკუდერო - ფ. ვასკესი, კრანევიტერი, განსო - ვიტოლო, ბენ იედერი, სარაბია
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
ლიონი-იუვენტუსი 22:45
დისკვალიფიკაცია: კალულუ (ლიონი)
ტრავმა: ჟელე, მამანა, რიბუსი - ასამოა, კიელინი, მანჯუკიჩი, მარკიზიო, პიაცა, რუგანი
სავარაუდო შემადგენლობა
ლიონი (3-5-2): ლოპეში - იანგა-მბივა, ნკულუ, დიაკაბი - რაფაელი, ტოლისო, გონალონი, დარდერი, მორელი - ფეკირი, ლაკაზეტი
იუვენტუსი(3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, ბენატია - დ. ალვეში, ხედირა, ერნანეში, პიანიჩი, ალექს სანდრო - დიბალა, იგუაინი
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 2 1 1 0 4-0 4
2. სევილია 2 1 1 0 1-0 4
3. ლიონი 2 1 0 1 3-1 3
4. დინამო ზ. 2 0 0 2 0-7 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"