* "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 12 საშინაო მატჩი მოიგო, ბოლო 17 მატჩია, არ წაუგია. ბოლოს გუნდი "კამპ ნოუზე" ლიგის მატჩში 2013 წლის სექტემბერში დამარცხდა.
* "ბარსელონას" ინგლისურ კლუბებთან შემდეგი საშინაო ბალანსი აქვს - 18 მოგება, 11 ფრე და 2 წაგება.
* "სიტის" ესპანურ კლუბებთან შემდეგი საგარეო ბალანსი აქვს - 2 მოგება, 1 ფრე და 6 წაგება.
* 2008-12 წლებში გვარდიოლამ "ბარსელონას" 14 ტიტული
დღეს III ტურის მშვენებაა - "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს, პეპ გვარდიოლა კიდევ ერთი გუნდით ბრუნდება მშობლიური კლუბის წინააღმდეგ საბრძოლველად. დღეს ყველა გზა "კამპ ნოუზე" მიდის...
ხოსეპ გვარდიოლას ჩადის იქ, სადაც ჩემპიონთა თასი მოგებული აქვს, როგორც ფეხბურთელსა და როგორც მწვრთნელს, ეთამაშება გუნდს, რომლის უახლეს ისტორიაში დიდი სიტყვა აქვს ნათქვამი. ამჯერად, პეპის გუნდი არა "ბაიერნი", არამედ, "მანჩესტერ სიტია", რომელიც პეპის ხელში თვალსა და ხელს შუა იქცა სრულყოფილ ევროგრანდად... თუმცა დავიცადოთ, "სიტიმ" ჯერ ეს გამოცდა ჩააბაროს.
პრესკონფერენცია
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პეპი ჩემი ნამდვილი მეგობარია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. მე მიყვარს მისი შემტევი მენტალიტეტი. მაგრამ ხვალ ჩვენ ორს შორის არ არის მატჩი, მთავარი მოქმედი პირები ფეხბურთელები არიან. "სიტი" დიდებულად გამოიყურება, მე კარგად ვხედავ პეპის მოღვაწეობის კვალს "სიტიში". ძალიან კარგია, რომ ლეო მესი დაბრუნდა და მან უკვე ითამაშა. ლეოს შეუძლია მომენტების შექმნა, როცა ის მწყობრშია, "ბარსელონა" უკეთესია".
ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს, მაშინვე მივხვდი, რომ ლუისი განსაკუთრებულია. ის პირდაპირი, ალალი და ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია. ის ძალიან წარმატებულია და მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება ელის. ახლანდელი "ბარსელონა" უკეთესია, ვიდრე ჩემი იყო.
მეც მიხარია, რომ მესი დაბრუნდა, ის მსოფლიოში საუკეთესოა და უნდა თამაშობდეს.
"ბარსას" სხვებისგან ის განასხვავებს, რომ მინიმალური შანსებიდან მაქსიმუმის მიღება შეუძლია. მინდა, რომ "სიტიმ" ხვალ კარგად დაიცვას თავი და კარგადვე შეუტიოს. საკუთარ თამაშის სტილს ამ ერთი თამაშის გულისთვის არ შევიცვლით".
ურთიერთშეხვედრები
რა თქმა უნდა, კლუბებს შორის ურთიერთშეხვედრებს ვგულისხმობთ: "სიტი" და "ბარსელონა" ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში პირველად ახლახან, 2013/14 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. მაშინ მერვედფინალის პირველი მატჩი "ბარსამ" ინგლისში 2:0 მოიგო ლიონელ მესისა და დანი ალვეშის გოლებით, შინ "ბარსამ" 2:1 იმარჯვა, გოლები ისევ ლეომ და დანიმ გაიტანეს,მათ შორის კი ერთი გოლის გატანა ვენსან კომპანიმ მოახერხა. მომდევნო სეზონში ეს გუნდები დათქმულივით ისევ მერვედფინალურ სტადიაზე შეხვდნენ და ისევ "ბარსამ" იყოჩაღა. მანჩესტერში ესპანურმა გუნდმა 2:1 იმარჯვა ლუის სუარესის დუბლის წყალობით, მასპინძელთა გოლი კი სერხიო აგუეროს ანგარიშზეა. იმ მატჩში გაელ კლიში გააძევეს, ხოლო მესის ბოლო წუთზე პენალტი ჯო ჰარტმა აუღო, რომელიც პეპის გამო აღარ არის "სიტის" მეკარე.
ბარსელონაში 1:0 მოგებას ივან რაკიტიჩის გოლიც ეყო, ხოლო მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აგუეროს პენალტი მოიგერია. პენალტი და აგუერო ახლა განსაკუთრებულად ირონიულად ჟღერს ერთად, კუნმა ხომ არგენტინის ნაკრებსა და "სიტიში" ბოლო 4 პენალტი ვერ გამოიყენა (!), ამის მიუხედავად, პეპი ამტკიცებს, რომ თუ პენალტი დაინიშნება, შესაძლებელია, ნიშნულთან ისევ არგენტინელი მივიდეს.
უფრო ადრინდელ წარსულში 2009 წლის ამხანაგური მატჩის გახსენება შეიძლება, აგვისტოში "სიტიმ" კატალონიაში 1:0 იმარჯვა. მაშინდელი "სიტიდან" დღეს გუნდში მარტო პაბლო საბალეტა ირიცხება.
ეს საინტერესოა
ხოსეპ გვარდიოლა მეორედ დაუპირისპირდება "ბარსას", რაც ამ გუნდის მწვრთნელი აღარ არის. 2014/15 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პეპის "ბაიერნი" "კამპ ნოუზე" 0:3 დამარცხდა. როცა "ბარსაში" თამაშობდა, პეპმა გუნდთან ერთად 6 ტიტული მოიგო, მათ შორის კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი 1992 წელს. 1991 წლიდან 2000 წლამდე პეპმა "ბარსას" მაისურა 263-ჯერ მოირგო. ის და ლუის ენრიკე, "ბარსას" ამჟამინდელი მწვრთნელი თანაგუნდელები იყვნენ.
"სიტის" საფეხბურთო დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ანალოგიურ თანამდებობას იკავებდა "ბარსელონაში" 2003-10 წლებში.
კლაუდიო ბრავო "ბარსადან" წასვლის მერე პირველად დაუპირისპირდება ყოფილ გუნდს, რომლის რიგებშიც ჩილელმა 75 მატჩი ჩაატარა. საოცარია, მაგრამ მას ერთხელაც არ უთამაშია ლიგაზე "ბარსაში" ყოფნისას.
ნოლიტო 2008-11 წლებში ლუის ენრიკეს შეგირდი იყო "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში, ახლა ის პეპის შეგირდია "სიტის" პირველ გუნდში.
პეპის ასისტენტმა მიკელ არტეტამ საფეხბურთო კარიერა ასევე "ბარსელონაში" დაიწყო.
დენის სუარესს (ბარსელონა) თინეიჯერობისას "სიტიში" უთამაშია, ინგლისის ლიგის თასზე 2 მატჩიც ჩაატარა მთავარი გუნდის შემადგენლობაში.
სერხიო აგუეროს 5 გოლი აქვს გატანილი "ბარსას" კარში, როცა "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. კუნმა ერთი გოლიც "სიტის" მაისურით გაუტანა კატალონიურ გრანდს.
ლუის სუარესსა და რაჰიმ სტერლინგს ერთად "ლივერპულში" უთამაშიათ, ივან რაკიტიჩსა და ხესუს ნავასს - "სევილიაში"
ჩემპიონთა ლიგა. III ტური
ოთხშაბათი. 19 ოქტომბერი
A ჯგუფი
არსენალი-ლუდოგორეცი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჟირუ, რემზი, მერტეზაკერი, უელბეკი, აკპომი -
სავარაუდო შემადგენლობა
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - ჯაკა, კასორლა - უოლკოტი, იოზილი, ივობი - ა. სანჩესი
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი - მინევი, მოცი, პალომინო, ნატანაელი - დიაკოვი, ანისეტი - მისიდჯანი, მარსელინიო, ვანდერსონი - კაფუ
მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)
პსჟ-ბაზელი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პასტორე, ტიაგო მოტა - აკანჯი, ტრაორე (?), შპორარი (?)
სავარაუდო შემადგენლობა
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - ვერატი, კრიხოვიაკი, მატუიდი - ლუკასი, კავანი, დი მარია
ბაზელი (4-2-3-1): ვაცლიკი - ლანგი, სუხი, ჰიოგი, ტრაორე - ჯაკა, ცუფი - ბიარნასონი, დელგადო, შტეფენი - დუმბია
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 2 1 1 0 4-2 4
2. არსენალი 2 1 1 0 3-1 4
3. ლუდოგორეცი 2 0 1 1 2-4 1
4. ბაზელი 2 0 1 1 1-3 1
B ჯგუფი
ნაპოლი-ბეშიქთაში 22:45
დისკვალიფიკაცია: გრანატა (ნაპოლი)
ტრავმა: მილიკი, ალბიოლი (?) - იოზიაკუპი
სავარაუდო შემადგენლობა
ნაპოლი (4-3-2-1): რეინა - ჰიუსაი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, გოლამი - ზიელინსკი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, გაბიადინი - მერტენსი
ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - გიონული, მარსელო, ტოშიჩი, ერკინი - ჰატჩინსონი, ინლერი - კვარეშმა, ტალისკა, ადრიანო - ტოსუნი
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
დინამო-ბენფიკა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გარმაში, ციგანკოვი (?) - ალმეიდა, ორტა, რაფა, ჟონასი
სავარაუდო შემადგენლობა
დინამო კ. (4-1-4-1): რუდკო - მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში - რიბალკა - იარმოლენკო, სიდორჩუკი, ფედორჩუკი, გონსალესი - მორაეში
ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - სემედო, ჟარდელი, ლინდელიოფი, გრიმალდო - ფესია, პიცი, სალვიო, სერვი - გუედესი, მიტროღლუ
მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ნაპოლი 2 2 0 0 6-3 6
2. ბეშიქთაში 2 0 2 0 2-2 2
3. დინამო 2 0 1 1 2-3 1
4. ბენფიკა 2 0 1 1 3-5 1
C ჯგუფი
სელტიკი-გლადბახი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლუსტიგი (?) - დომინგესი, დუკურე, დრმიჩი, კრისტენსენი, რაფაელი, აზარი, ჯონსონი, შულცი
სავარაუდო შემადგენლობა
სელტიკი (4-4-2): გორდონი - ლუსტიგი, სვიატჩენკო, ტურე, ტიერნი - ფორესტი, ბრაუნი, ბიტონი, სინკლერი - როგიჩი, დემბელე
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - ელვედი, ვესტერგაარდი, იანტჩკე, ვენდტი - კრამერი, დაუდი - ტრაორე, ჰოფმანი - შტინდლი, ჰანი
მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)
ბარსელონა-სიტი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სილესენი - სანია, დელფი
სავარაუდო შემადგენლობა
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
სიტი (4-2-3-1): ბრავო - საბალეტა, სტოუნსი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო, გიუნდოგანი - სტერლინგი, სილვა, დე ბრუინი - აგუერო
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 2 0 0 9-1 6
2. სიტი 2 1 1 0 7-3 4
3. სელტიკი 2 0 1 1 3-10 1
4. გლადბახი 2 0 0 2 1-6 0
D ჯგუფი
როსტოვი-ატლეტიკო 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბუხაროვი, ტეტერნიოვი (?), კალაჩევი (?) - ფერნანდესი, ხიმენესი, მოია, ჩერჩი, საული (?)
სავარაუდო შემადგენლობა
როსტოვი (5-3-2): ჯანაევი - ბაირამიანი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი - გაცკანი, ნობოა, ერიოხინი - აზმუნი, პოლოზი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კორეა, გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო - ფ. ტორესი, გრიზმანი
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)
ბაიერნი-პსვ 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიბერი - ჰენდრიქსი, ლოკადია
სავარაუდო შემადგენლობა
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ტ. ალკანტარა, კიმიხი, ვიდალი - რობენი, ლევანდოვსკი, მიულერი
პსვ (5-3-2): ზოეტი - ბრენე, შვააბი, იზიმატ-მირინი, მორენო, ვილემსი - გუარდადო, პრიოპერი, ს. დე იონგი - ნარსინგი, ლ. დე იონგი
მსაჯი: უილიამ ქოლამი (შოტლანდია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 2 2 0 0 2-0 6
2. ბაიერნი 2 1 0 1 5-1 3
3. პსვ 2 0 1 1 2-3 1
4. როსტოვი 2 0 1 1 2-7 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"