
ესპანელმა გოლკიპერმა 18 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბრიუგესთან" გასვლით შეხვედრაში ითამაშა. პორტუგალიურმა გუნდმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა, თავად კასილიასისთვის ეს გამარჯვება კი 92-ეა ჩემპიონთა ლიგაში.
- ჩემპიონთა ლიგა. III ტური. G ჯგუფი: უდანაკარგო "ლესტერი"
აღსანიშნავია, რომ ამ მიღწევით იკერ კასილიასმა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველის ჩავი ერნანდესის რეკორდი დაამხო.
მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე "პორტოში" წინა სეზონის დაწყებამდე გადავიდა. ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი მას გუნდში ჯერჯერობით არ იწვევს.