ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ მასპინძლებს სრული უპირატესობა ჰქონდათ და მეტოქეს მინიმალური შანსიც არ დაუტოვეს. ბენეფისი მოიწყო ლიონელ მესიმ, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა და კიდევ უფრო მეტის გატანაც შეეძლო. მოკლედ, ყოფილმა შეირდებმა პეპ გვარდიოლა არ დაინდეს და მისი გუნდი მიწასთან გაასწორეს.
ისიც ვთქვათ, რომ მეორე ტაიმის სტარტზე, ინგლისური გუნდი კაცნაკლული დარჩა, თუმცა "ბარსელონასაც" გაუგდეს მოთამაშე და გუნდებმა მატჩი ათ-ათი ფეხბურთელით ჩაამთავრეს. ამ ეტაპზე,
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა გლაზგოში, სადაც "სელტიკმა" მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლა და დამარცხდა. გერმანელებმა მეირე ტაიმში ორი ბურთი გაუტანეს მეტოქეს და ინარჩუნებენ ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსს.
სელტიკი-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 შტინდლი (57), 0:2 ჰანი (77)
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - ლუსტიგი, ტურე, სვიაჩენკო, ტიერნეი - ბიტონი (63. მაკგრეგორი), ბრაუნი - ფორესტი (73. რობერტსი), როგიჩი (71. გრიფიტსი), სინკლერი - დემბელე
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - კორბი, ელვედი, ვესტერგაარდი, ვენდტი - კრამერი, შტრიობლი - ტრაორე (86. შულცი), შტინდლი, ჰოფმანი - ჰანი (90. ჰერმანი)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 7-11 (2-6); ბურთის ფლობა: 59%%-41%; მაყურებელი: 57 000
ბარსელონა-სიტი 4:0
გოლები: 1:0 მესი (17), 2:0 მესი (61), 3:0 მესი (69), 4:0 ნეიმარი (89)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე (39. მატიო), უმტიტი, ალბა (10. დინი) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა (80. ანდრე გომეში) - მესი, ნეიმარი, სუარესი
სიტი (4-2-3-1): ბრავო - საბალეტა (57. კლიში), ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი - ფერნანდინიო, გიუნდოგანი (79. აგუერო) - სტერლინგი, ნოლიტო (57. კაბალიერო), სილვა - დე ბრუინი
გაძევება: მატიო (73) - ბრავო (53)
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10-9 (7-5); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 80 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 3 3 0 0 13-1 9
2. სიტი 3 1 1 1 7-7 4
3. გლადბახი 3 1 0 2 3-6 3
4. სელტიკი 3 0 1 2 3-12 1
მომდევნო ტური
1 ნოემბერი:
გლადბახი-სელტიკი, სიტი-ბარსელონა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"