ეს ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დუელია. კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ დიდი ხანია, რაც რაულ გონსალეს ბლანკოს რეკორდი დაამხეს. 2014/15 წლების სეზონი მათ 77-77 გოლით დაასრულეს. მაგრამ გასულ სეზონში რონალდომ 16 გოლი გაიტანა (მორიგი რეკორდი დაამყარა) და არგენტინელს სერიოზულად გაუსწრო.
კრიშტიანომ ამ შემოდგომით ჯერ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, ასე რომ, ახლა ანგარიში 95:89 გახლავთ მის სასარგებლოდ.
* კრიშტიანო რონალდოს 2 ან მეტი გოლი 25 შემთხვევაში აქვს გატანილი.
* მესი რონალდოს ჰეთ თრიკებში 7:5-ს უგებს.
* მადრიდის "რეალი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ლიონელ მესიზე მეტი ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული. "სამეფო გუნდის" ფეხბურთელებმა ამ ტურნირზე 9 ჰეთ თრიკი შეასრულეს, ლეომ - 7.
* მესი ახლა საშინაო მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 50 ბურთით.
* ლიონელ მესის ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 13 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი. "ბარსას" ლიგაზე ინგლისურ გუნდებთან საშინაო მატჩი მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული - 2007 წელს "ლივერპულთან".
* იმ მატჩებში, რომლებშიც მესიმ გოლი გაიტანა, "ბარსამ" მხოლოდ ორჯერ წააგო.
* ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი რუუდ ვან ნისტელროის შემდეგ (2006 წლის სექტემბერი), რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ორ სხვადასხვა მეკარეს გაუტანა გოლი.
* ლუის ადრიანოს მერე, მესი მეორე მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ თრიკი.
* იანიკ ფერეირა-კარასკომ "ატლეტიკოს" მაისურით ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა ანუ იმდენივე, რამდენიც წინა 50 შეხვედრაში.
* "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 21 მატჩში აქვს გოლი გატანილი, რაც ამ ტურნირზე კატალონიელთა საუკეთესო სერიაა.
* მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში 10 ბურთი შეაგდო.
* ანდრეს ინიესტამ "ბარსელონას" რიგებში 117-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. მეტი მხოლოდ ჩავი ერნანდესს აქვს - 151.
* "ბარსელონას" მეტოქეზე ნაკლები ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი 111 მატჩიდან მხოლოდ 2-ში ჰქონდა და ორივეჯერ პეპ გვარდიოლას "ბაიერნთან".
* ფილიპ ლამმა "ბაიერნის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მე-100 მატჩი ჩაატარა. ამ მხრივ საუკეთესოდ ჯერჯერობით, ოლივერ კანი რჩება (103).
* 2013/2014 წლების სეზონიდან მოყოლებული აქამდე მადრიდის "ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგაზე კარი მშრალად 23-ჯერ შეინახა, რითაც დიეგო სიმეონეს გუნდი ყველა სხვა კლუბს ჯობნის.
* "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 20 მატჩია წაუგებელია -18 მოგება, 2 ფრე.
* "ლუდოგორეცთან" შეხვედრა არსენ ვენგერისთვის მე-100 გახლდათ ევროტურნირებზე "არსენალის" თავკაცის რანგში.
* მესუთ იოზილი გახდა "მეთოფეების" მე-5 მოთამაშე, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჰეთ თრიკი შეასრულა. იქამდე ეს მოახერხეს - ტიერი ანრიმ, ნიკლას ბენდტნერმა, დენი უელბეკმა და ოლივიე ჟირუმ. გერმანელმა კი "ლუდოგორეცთან" 3 გოლის გატანის გარდა, საგოლე პასიც გაახერხა.
* "მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე 5-ჯერ შეხვდა და ხუთჯერვე დამარცხდა. აქედან 4 შეხვედრაში "ქალაქელებს" ფეხბურთელი გაუძევეს.
* 2000 წლის მერე, "არსენალის" მაისურით ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ორმა ინგლისელმა ფეხბურთელმა (უოლკოტი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი) პირველად გაიტანეს. მაშინ ეს ლი დიქსონმა და რეი პარლოომ შეძლეს.
* ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ლიგის მატჩში პირველად მოახერხა გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.
* თეო უოლკოტმა "მეთოფეების" ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა ანუ იმდენივე, რამდენიც წინა 24-ში.
* რობერტ ლევანდოვკის ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 34 გოლი უგროვდება, მან ამ ტურნირზე 55-ე მატჩი ჩაატარა. ამაზე ცოტა მატჩი ამდენი ბურთის დასაგროვებლად მხოლოდ მესის (54) და ვან ნისტელროის (39) დასჭირდათ.
* "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩი პირველად წააგო. "ბეშიქთაშმა" კი ტურნირზე 2009 წლის მერე პირველად მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"