საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში მიმავალ გზაზე ლიონელ მესი "სიტის" რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტში შევიდა, იუწყება Marca.
წყაროს ცნობით, "ქალაქელთა" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მესის რაღაც უთხრა, რის შემდეგ მესიმ მას სულელი უწოდა, ამას კი ფეხბურთელებს შორის კამათი მოჰყვა.
"ბარსელონას" დელეგატმა კარლეს ნავალმა და სერხიო აგუერომ ფეხბურთელები გააშველეს.
- ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონაზე" შური იძია [VIDEO]