დიეგო სიმეონე: რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მივიღე

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "როსტოვთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდით. ძალიან რთული მატჩი იყო. ვიცოდით, რომ მეტოქე ბევრს არ უშვებდა. რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ფეხბურთელებმა შეხვედრის ბედი თავად გადაწყვიტეს.

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ეს ცუდი მატჩი იყო. ძალიან მძიმედ ვიღებ ამას, ამ ღამეს ცუდად გავატარებ და ბევრს ვიფიქრებ მომხდარზე. თუმცა, ამასთან ერთად, ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელებმა სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოასწორეს და გაიმარჯვეს.

რა ვუთხარი არბიტრს გრიზმანის გოლის შემდეგ? ეს
გადაწყვეტილება არ იყო იოლი გვერდითა მსაჯისთვის. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ოფსაიდი იყო, მაგრამ საბედნიეროდ, არბიტრებმა გადაწყვეტილება შეცვალეს", - თქვა სიმეონემ.

- ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონაზე" შური იძია [VIDEO]

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული