ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: პლეი ოფში გასულებს "დორტმუნდი" დაემატა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-4 ტური დასრულდა. მერვედფინალში უკვე გასულ "არსენალს", "ბაიერნს", "ატლეტიკოსა" და პსჟ-ს მხოლოდ "დორტმუნდი" დაემატა.

E ჯგუფის ლონდონური დაპირისპირება "უემბლიზე" დღის ცენტრალური მატჩი იყო - "ტოტენჰემმა" "ლევერკუზენს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა, როცა კევინ კამპლმა ინგლისელ მცველთა უხეში შეცდომებით ისარგებლა. მეტი გოლი ამ შეხვედრაში არ გასულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ჯგუფში "მონაკო" მოსკოვის ცსკა-ს დაუხვდა და 3:0 გაანადგურა. უკვე პირველ ტაიმში ფრანგებმა სამი გოლი გაუტანეს რუსებს, ანგარიში ვალერი ჟერმენმა გახსნა, შემდეგ კი შესვენებამდე ორი გოლის
გატანა რადამელ ფალკაომ შეძლო.

F ჯგუფში "სამეფო კლუბი" აუტსაიდერ "ლეგიას" ესტუმრა და მოულოდნელად, კინაღამ დამარცხდა. გარეთ ბეილმა პირველივე წუთზე გაუტანა პოლონურ კლუბს შემდეგ კი ქარიმ ბენზემას გაატანინა, რასაც მასპინძელი ოჯიჯა-ოფოეს ფანტასტიკური გოლი მოჰყვა. 58-ე წუთზე მიროსლავ რადოვიჩმა სულაც გაათანაბრა. 83-ე წუთზე ტიბო მულენმა სულაც წინ გაიყვანა პოლონური გუნდი, მაგრამ იქვე მატეო კოვაჩიჩმა გაათანაბრა - 3:3.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ჯგუფში დორტმუნდის "ბორუსიამ" ლისაბონის "სპორტინგს" უმასპინძლა. ტუხელის გუნდი ადრიან რამოსმა თავურით დააწინაურა და ეს იყო მატჩის ერთადერთი გოლი - 1:0. ამით გერმანულმა კლუბმა შემდეგი ეტაპის საგზური ნაადრევად დაიბევა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

G ჯგუფის ლიდერი "ლესტერ სიტი" კოპენჰაგენს ესტუმრა და 0:0 დაუზავდა.

ამ ჯგუფშივე "დრაგაოზე" "პორტუ" ბელგიურ "ბრიუგეს" დაუხვდა ანდრე სილვამ 37-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ეს იყო ამ მატჩის ერთადერთი გოლი - 1:0.

H ჯგუფის მთავარი დაპირისპირება ტურინში გაიმართა, "ბებერმა ქალბატონმა" ფრანგული "ლიონი" მიიღო და 1:1 დაუზავდა. გონსალო იგუაინმა ანგარიში მე-13 წუთზე პენალტით გახსნა. 85-ე წუთზე ლიონელმა კორენტენ ტოლისომ გაათანაბრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სევილიამ" აუტსაიდერ ზაგრების "დინამოს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. 31-ე წუთზე ლუსიანო ვიეტომ ანდალუსიელები დააწინაურა, ტაიმის მიწურულს კი ზაგრებელები კაცნაკლულნი დარჩნენ. მეორე ტაიმში სერხიო ესკუდერომ თანაგუნდელთა შესანიშნავი კომბინაცია დააგვირგვინა. ხორვატების განადგურება ნ'ზონზიმ და ბენ იედერმა გააგრძელეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური
E ჯგუფი
მონაკო-ცსკა 3:0
გოლები: 1:0 ჟერმენი (12), 2:0 ფალკაო (28), 3:0 ფალკაო (41)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი (89. რაგი), მენდი - ფაბინიო, სილვა, ბაკაიოკო, ლემარი - ფალკაო (74. კარილიო), ჟერმენი (85. ლოტენი)
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი (90. ნაბაბკინი) - ვერმბლოომი, ნატხო - ტოშიჩი (71. მილანოვი), გოლოვინი, იონოვი - სტრანდბერგი (63. ტრაორე)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 6-6; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 15-5 (7-3); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 9 000

ტოტენჰემი-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 კამპლი (65)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, დაიერი, ვერტონგენი, დევისი - დემბელე (30. იანსენი), ვანიამა - ალი, ერიკსენი (66. ვინკსი), სისოკო - სონი (73. ნკუდუ)
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - ვენდელი, თა, თოფრაქი, ჰენრიხი - ბაუმგარლტლინგერი, არანგისი (86. ჰავერტსი), კამპლი (85. ფოლანდი), ბრანდტი (70. ჩალჰანოღლუ) - ჩიჩარიტო, მეჰმედი
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-4 (2-2); ბურთის ფლობა: 58%-42%; მაყურებელი: 85 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მონაკო 4 2 2 0 7-3 8
2. ლევერკუზენი 4 1 3 0 4-3 6
3. ტოტენჰემი 4 1 1 2 2-3 4
4. ცსკა 4 0 2 2 3-7 2

მომდევნო ტური
22 ნოემბერი
ცსკა-ლევერკუზენი
მონაკო-ტოტენჰემი

F ჯგუფი
დორტმუნდი-სპორტინგი 1:0
გოლი: 1:0 რამოსი (12)
დორტმუნდი (4-5-1): ბიურკი - გინტერი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, გერერო - პულიშიჩი, გიოტცე (69. როდე), ვაიგლი, კასტრო (69. პიშჩეკი), დემბელე (46. შიურლე) - რამოსი
სპორტინგი (3-4-3): რუი პატრისიო - ოლივეირა, კოატესი, სემედო - შელოტო, კარვალიო, სეზარი (58. სილვა), ზეეგელაარი - მარტინში, რუისი (78. მარკოვიჩი), კასტაინოსი (46. დოსტი)
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 3-2; ჯარიმა: 6-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10-10 (5-3); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 65 000

ლეგია-რეალი 3:3
გოლები: 0:1 ბეილი (1), 0:2 ბენზემა (35), 1:2 აჯიჯა-ოფოე (40), 2:2 რადოვიჩი (58), 3:2 მულენი (83), 3:3 კოვაჩიჩი (85)
ლეგია (4-2-3-1): მალარჟი - ბერეჟისკი, პაზდანი, რჟეზნიჩაკი, ჰლუშეკი - კოპჟუნსკი, მულენი - გილერმე, აჯიჯა-ოფოე (87. იოდლოვეცი), რადოვიჩი (77. პრიოვიჩი) - ნიკოლიჩი (69. კუჩარჩიკი)
რეალი (4-4-2): ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ვარანი, კოენტრაო (77. ასენსიო) - ბეილი, კროოსი, კოვაჩიჩი, მორატა (85. დიასი) - რონალდო, ბენზემა (65. ვასკესი)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 2-7; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10-23 (4-11); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 0

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 4 3 1 0 11-3 10
2. რეალი 4 2 2 0 12-7 8
3. სპორტინგი 4 1 0 3 4-5 3
4. ლეგია 4 0 1 3 4-16 1

მომდევნო ტური
22 ნოემბერი
სპორტინგი-რეალი
დორტმუნდი-ლეგია

G ჯგუფი
კოპენჰაგენი-ლესტერი 0:0
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - ვერბიჩი (83. კუსკი), კვისტი, დელანი, იენსენი (65. ტუტუ) - სანტანდერი, კორნელიუსი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - ერნანდესი, ჰუტი, მორგანი, ფუხსი - ამარტეი, დრინკვოტერი, მაჰრეზი, შლუპი (71. ოკაზაკი) - ვარდი, მუსა
გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 3-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 20-9 (2-1); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 34 146

პორტუ-ბრიუგე 1:0
გოლი: 1:0 ანდრე სილვა (37)
პორტუ (4-1-3-2): კასილიასი - მ. პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელესი - რ. პერეირა - ერერა (62. რუბენ ნევეში), მიგელ ტორესი, ოტავინიო (70. ლაიუნი) - ანდრე სილვა, ჟოტა (71. კორონა)
ბრიუგე (4-4-2): ბიუტელი - ვან რეინი, პულენი, დენსვილი, კულსი - ვორმერი, პინა, კლოდემირი, ბოლინგოლი-მბომბო (65. ვანაკენი) - უესლი (77. ისკიერდო), დიაბი (46. ლიმბომბე)
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 10-4; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 19-10 (6-4); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 32 210

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 4 3 1 0 5-0 10
2. პორტუ 4 2 1 1 4-3 7
3. კოპენჰაგენი 4 1 2 1 5-2 5
4. ბრიუგე 4 0 0 4 1-10 0

მომდევნო ტური
22 ნოემბერი
ლესტერი-ბრიუგე
კოპენჰაგენი-პორტუ

H ჯგუფი
სევილია-დინამო ზ. 4:0
გოლები: 1:0 ვიეტო (31), 2:0 ესკუდერო (66), 3:0 ნ’ზონზი (80), 4:0 ბენ იედერი (87)
სევილია (4-2-3-1): რიკო - მარიანო, მარკადო, რამი, ესკუდერო - კრანევიტერი, ნ’ზონზი - ვასკესი (61. ბენ იედერი), განსო (75. კიოტაკე), ვიტოლო (75. სარაბია) - ვიეტო
დინამო ზ. (5-4-1): ლივაკოვიჩი - სტოიანოვიჩი, სიგალი, შინდელფილდი, ბენკოვიჩი, პივარიჩი - მაჩადო (60. პერიჩი), სუდანი (46. მატელი), პავიჩიჩი, ჩორიჩი (53. სიტუმი) - ფერნანდესი
გაძევება: სტოიანოვიჩი (45+1)
გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 10-0; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 29-3 (12-1); ბურთის ფლობა: 67%-33%; მაყურებელი: 35 215

იუვენტუსი-ლიონი 1:1
გოლები: 1:0 იგუაინი (13), 1:1 ტოლისო (85)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - დანი ალვეში, ბარძალი, ბონუჩი (68. ბენატია), ევრა - ხედირა, მარკიზიო, სტურარო - პიანიჩი (68. ალექს სანდრო) - იგუაინი (83. კუადრადო), მანჯუკიჩი
ლიონი (4-2-3-1): ანტონი ლოპეში - რაფაელი, მამანა, დიახაბი, მორელი - ტოლისო, გონალონი - რიბუსი (70. კორნიე), ფეკირი (77. დარდერი), გეზალი - ლაკაზეტი
გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 10-12 (3-3); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 40 356

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სევილია 4 3 1 0 6-0 10
2. იუვენტუსი 4 2 2 0 6-1 8
3. ლიონი 4 1 1 2 4-3 4
4. დინამო ზ. 4 0 0 4 0-12 0

მომდევნო ტური
22 ნოემბერი
დინამო-ლიონი
სევილია-იუვენტუსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ მაჩუმებდა აღარ მახსოვს ვაკომ იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი რომ ლიგაზე ეთამაშაო. რო გამოხვალთ ხოლმე პროფესობერი და თან ცოტა არა კორექტულად რო გვასწავლით ჭკუას. (აქ ვისაც უნდა იმას დაწერს და რასაც უნდა რა თქმა უნდა ზრდილობიანად) სადაა ვაკო აბა აწი მაგათმა ვაკოს გარეშე სამი გოლი გაუტანეს რეალს და ვაკოს ვიღა ათამაშებს. ჩვენი ნაკრების გამორჩეული მოთამაშე არ უნდა წასულიყო მანდ. ძალიან მწყდება გული. კაშიასაც ქონდა უთამაშებლობის პერიოდი იქ და დაელოდა და ახლა თამაშობს ასე იქნებოდა ვაკოც მაგრამ იჩქარა და ცუდადაც გამოუვიდა. მე გული მწყდება რომ არ თამაშობს და ფორმას კარგავს ახალგაზრდა კაცი მეტი არაფერი. ტუმცა ისიც გასათვალისწინებელია იქ რა სიტუაცია ქონდა ჩვენ ხო ყველაფერი არ ვიცით. მოკლედ ლეგია დედაც ჩვენ გვინდა ვაკოს ნიწი და ამას დაამტკიცებს ნაკრებში.
nika
11:10 03-11-2016
0
ნამდვილად კარგი მეგონა ვაკოს გადასვლა, მაგრამ ფაქტია არ გაუმართლა. :( წარმატება ვაკოს, და რაც შეიძლება მალე თამაში გინდაც ლეგიაში დარჩეს.... საერთოდ არ გვივარგა ტრანსფერები, მენეჯერები მანდაც მაყუთის სწრაფ მოჭრაზე არიან?
რეზო
12:40 03-11-2016
0

სიახლეები პოპულარული